საზოგადოება
მალხაზ მაჩალიკაშვილი შენგენის ზონაში ისევ არ შეუშვეს
პანკისის სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი, შენგენის ზონაში არ შეუშვეს.
მაჩალიკაშვილი 28 დეკემბერს გაემგზავრა საქართველოდან ბერლინში სტამბოლის აეროპორტის გავლით; ბერლინში ჩაფრენის შემდეგ კი იგი ქვეყანაში არ შეუშვეს, რის მიზეზადაც დაუსახელეს ავსტრიისა და საფრანგეთის მოთხოვნა, იგი შენგენის ზონაში არ შეეშვათ.
მისი თქმით, მესაზღვრეებმა მას პირდაპირ განუცხადეს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ, ავსტრიასა და საფრანგეთს თხოვნით მიმართა, არ შეეშვათ მალხაზ მაჩალიკაშვილი შენგენის ზონაში. თემირლან მაჩალიკაშვილის მამას ამბობს, რომ მოთხოვნის მიზეზად საქართველოს ხელისუფლებამ უსაფრთხოება დაასახელა.
„მივდიოდი გერმანიაში, მინდოდა სხვადასხვა ქვეყნებში გასვლა, რომ მელაპარაკა ჩემს უბედურებაზე, როგორ მომექცა საქართველოს სახელმწიფო. საფრანგეთს აქვს მიცემული თხოვნა, რომ ეს ადამიანი არ შეუშვან შენგენის ზონაში. საფრანგეთმა გადმოსცა გერმანიას, რომ ამ ადამიანს ნუ შეუშვებთ შენგენის ზონაში.“- განაცხადა მაჩალიკაშვილმა.
ცნობისთვის, მაჩალიკაშვილი რამდენიმე თვის წინ სტრასბურგში არ შეუშვეს.
საკვანძო სიტყვები:
მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას
23 მარტი, 2026 , 18:41
გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა
23 მარტი, 2026 , 16:44
მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო
23 მარტი, 2026 , 14:56
ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება
19 მარტი, 2026 , 15:15
ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია
19 მარტი, 2026 , 14:37
„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
19 მარტი, 2026 , 11:30


