სამართალი
მალხაზ კობაურს ჯანმრთელი ფსიქიკა აქვს - ადვოკატი
სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულის, მალხაზ კობაურის ადვოკატის, ალექსანდრე კობაიძის განცხადებით, ფსიქიკურ-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნის შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულს ჯანმრთელი ფსიქიკა აქვს.
ადვოკატის ინფორმაციით, ექსპერტიზის შედეგების თანახმად, მალხაზ კობაურს ქმედუუნარობა არ აღენიშნება, ანუ მას აქვს ჯანმრთელი ფსიქიკა და ლოგიკურად აზროვნებს.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ლორა სმიტის სხეულზე ბრალდებულის ბიოლოგიური მასალაა აღმოჩენილი, ექსპერტიზით არ დადგენილა, რომ გარდაცვლილი გაუპატიურებულია.
სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული მალხაზ კობაური ფსიქიატრიულ დაწესებულებაში 3 აგვისტოს გადაიყვანეს. ფსიქიკურ-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასრულების შემდეგ დღეს მალხაზ კობაური ისევ სასჯელაღსრულების მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს.
7 ივლისს დუშეთის მუნიციპალიტეტში, ხადას ხეობაში საქართველოსა და აშშ-ის ორმაგი მოქალაქე ცოლ-ქმარი 1975 და 1976 წელს დაბადებული რაიან სმიტი და მისი მეუღლე ლორა გარდაცვლილები იპოვეს. მოგვიანებით იპოვეს მათი 4 წლის ბავშვის ცხედარიც. აღნიშნულ საქმეზე მალხაზ კობაური დააკავეს. 11 ივლისს მალხაზ კობაურს წინასაწრი პატიმრობა შეეფარდა.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


