სამართალი
მაკა რაზმაძე და ლაშა ბერულავა პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების საქმესთან დაკავშირებით პროკურატურაში იმყოფებოდნენ
პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების საქმესთან დაკავშირებით მთავარ პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ ჟურნალისტები ლაშა ბერულავა და მაკა რაზმაძე.
როგორც ჟურნალისტებმა განაცხადეს, საქმესთან დაკავშირებით 25 ნოემბერს დახურული სასამართლო სხდომა ჩაინიშნა, სადაც ისინი მოწმის სახით კიდევ ერთხელ გამოიკითხებიან.
,,დამიბარეს იმის გამო, რომ ეთქვათ, 25 ნოემბერს 11:00 საათზე საქალაქო სასამართლოში იქნება საქმის განხილვა. ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან მალე ძალიან საინტერესო მოვლენების წინაშე აღმოვჩნდებით, როგორც ჩანს’’, - განუცხადა ჟურნალისტებს მაკა რაზმაძემ საგამოძიებო უწყების დატოვების შემდეგ.
თავის მხრივ, პროკურატურუიდან გამოსულმა ლაშა ბერულავამ ფაქტი გაიხსენა, რომელსაც დაეფუძნა გამოძიება. მისივე ინფორმაციით, სავარაუდოდ, საქმე უკვე გადასულია სასამართლო წარმოების ეტაპზე.
,,მე არ მინახავს კადრები. მე ვნახე ბმულის სათაური, რომელიც იყო ლათინური ასოებით და იყო მინიშნება, სავარაუდოდ პოლიტიკოსების პირადი ცხოვრების ამსახველ ფარულ ჩანაწერებზე. მე ეს გადმოვიტანე ჩემს კომპიუტერში სქრინების სახით და წარვადგინე სამართალდამცველებთან.
მე შემატყობინეს სასამართლო განხილვის შესახებ. სავარაუდოდ, გამოძიება დასრულებულია და გადასულია სასამართლო წარმოების ეტაპზე, რაც მხოლოდ კარგია და მხოლოდ წინ წაწევას გულისხმობს ამ საქმის’’, - განაცხადა ლაშა ბერულავამ.
ცნობისათვის: მიმდინარე წლის მარტში ერთ-ერთმა ფეისბუქ-მომხმარებელმა, ჟურნალისტებს პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალა სოციალურ ქსელში მათ პირად კედელზე აუტვირთა. ფაქტის შემდეგ ლაშა ბერულავამ და მაკა რაზმაძემ გამოძიებას თავად მიმართეს.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


