პოლიტიკა
მაჟორიტარობის კანდიდატი პარტიულ სიაში არ უნდა იყოს, ის სიით „დაზღვევას“ არ უნდა საჭიროებდეს - გიორგი ტყემალაძე
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, „ქართული ოცნების“ სამგორის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატის გიორგი ტყემალაძის აზრით, მაჟორიტარობის კანდიდატი პარტიულ სიაში არ უნდა იყოს, რადგან, ტყემალაძის თქმით, მაჟორიტარობის კანდიდატი არ უნდა საჭიროებდეს დამატებით „დაზღვევას“.
ამის შესახებ ტყემალაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, მაჟორიტარობის კანდიდატებს მოსახლეობასთან ძალიან აქტიური კომუნიკაცია უნდა ქონდეთ.
„ჩვენ უნდა გვქონდეს ძალიან აქტიური კომუნიკაცია მოსახლეობასთან. სამგორის მოსახლეობას ვპირდები, რომ 21 ოქტომბრის შემდგომ, ჩვენ კიდევ უფრო საინტერესო საუბრები გვექნება მათთან უკვე საქმიან რეჟიმში.
რაც შეეხება პარტიულ სიას, მე არ ვარ სიაში და მიმაჩნია,რომ არც ერთი მაჟორიტარი არ უნდა იყოს სიაში, გამომდინარე იქიდან, რომ მაჟორიტრობა არის ძალიან საპასუხისმგებლო და არც ერთ მაჟორიტარს არ უნდა სჭირდებოდეს, ასე ვთქვათ, სიით დაზღვევა. ასე რომ მე სიაში ნამდვილად არ ვარ“,-განმარტა გიორგი ტყემალაძემ.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


