პოლიტიკა
მაჟორიტარი თუ არ არის მილიონერი, ვერაფერს ვერ გააკეთებს მისი რეგიონისთვის - ირმა ინაშვილი
საპარლამენტო ოპოზიციის წევრის, ირმა ინაშვილის განცხადებით, მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით უმრავლესობა პოლიტიკურ ვაჭრობას აწარმოებს.
დეპუტატის თქმით, მაჟორიტარულ სისტემას ყველა ხელისუფლება საპარლამენტო უმრავლესობის მოსაპოვებლად იყენებდა.
„არ მინდა შეურაცხყოფა მივაყენო არცერთ მაჟორიტარს, რომლებიც ჩემი კოლეგები არიან, მაგრამ მაინცდამაინც ამ საარჩევნო სისტემის თემაზე რომ დაიწყეს საუბარი, სხვა პრობლემური საკითხები არ არის მათ რეგიონში?!
ეს არის პოლიტიკური თამაში. ხელისუფლება თავის თავს ეთამაშება. გვთავაზობს პროპორციულ სისტემაზე გადასვლას და თან ამბობს, რომ მაჟორიტარები ამას აპროტესტებენ. მაჟორიტარს რეალურად არანაირი ბერკეტი არ აქვს. ის ეწევა კანონშემოქმედებით საქმიანობას. მაჟორიტარი თუ არ არის მილიონერი, ვერაფერს ვერ გააკეთებს მისი რეგიონისთვის.
მაჟორიტარულ სისტემას ყველა ხელისუფლება იყენებდა იმისთვის, რომ ჰქონოდა საკონსტიტუციო უმრავლესობა. „ქართული ოცნების“ დაპირება პროპორციულ სისტემაზე გადასვლა იყო. ახლა მიდის პოლიტიკური ვაჭრობა . თუ ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის შეთანხმება არ შედგა, მაშინ გამოვლენ და გვეტყვიან, აი, ჩვენი მაჟორიტარები აპროტესტებენ და ვერ ვერევით ამ წნეხს. ეს ძალიან გაცვეთილი და სახიფათო თამაშია“, - განაცხადა ინაშვილმა.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


