პოლიტიკა
მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროების დაფინანსება შემცირდა
საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე საორგანიზაციო საკითხების განხილვისას ყურადღება „მაჟორიტარული სისტემით არჩეული პარლამენტის წევრის ბიუროს ფუნქციონირების, ორგანიზებისა და საქმიანობის წესის და პარლამენტის ბიუჯეტიდან ბიუროსათვის გამოყოფილი თანხის განკარგვის წესის განსაზღვრის შესახებ“ დებულებაში ცვლილების შეტანის საკითხზე გამახვილდა, რომელის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა წარმოადგინა.
საარჩევნო სისტემის და მაჟორიტარული წესით არჩეული პარლამენტის წევრების ცვლილებების გამო დეპუტატების ბიუროს ყოველთვიური დაფინანსება შემდეგნაირად გადანაწილდა: თითოეულ საარჩევნო ოლქში განთავსებულ ბიუროს ყოველთვიურად 4 300 ლარი გამოეყოფა, ხოლო იმ საარჩევნო ოლქში მდებარე ბიუროს, რომელიც რამდენიმე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზეა განთავსებული ყოველთვიურ დაფინანსებას თითო დამატებით მუნიციპალიტეტზე 2390 ლარი დაემატება.
პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, ქვეყნის მასშტაბით 73 ბიურო ფუნქციონირებდა და გამომდინარე იქიდან რომ შეიცვალა საარჩევნო სისტემა სავალდებულო წესით საჭირო გახდა ბიუროების რაოდენობის გაზრდა.
,,თითო მაჟორიტარზე იყო ერთი ბიურო, გარდა ამისა, იმ რაიონებში სადაც არ აირჩევა ცალკე მაჟორიტარი საჭირო გახდა ბიუროების შენარჩუნება. ასეთი შემთხვევა გვაქვს 22 რაიონში და ნაცვლად არსებული 73-სა, იფუნქციონირებს 95 ბიურო. წინა დებულების თანახმად, თითოზე გათვალისწინებული იყო 5 ათასი ლარი თვეში, ჩვენ გადავწყვიტეთ არ გაგვეზარდა ადმინისტრაციული ხარჯები და იმ ბიუჯეტის ფარგლებში დავრჩენილიყავით, რომელიც წინა დებულებით იყო განსაზღვრული.
ამან ცალკეული ბიუროების ხარჯის შემცირება გამოიწვია, თუმცა ვფიქრობ, რომ სამართლიანი ფორმულა არის შემოთავაზებული, როდესაც ვრჩებით იგივე ბიუჯეტზე, რომელიც გვქონდა წინა წლების განმავლობაში და ახალი ცვლილებებით ეს თანხები სამართლიანად გადანაწილდა მაჟორიტარ დეპუტატებსა და ბიუროებს შორის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
დღევანდელი ბიუროს სხდომით პარლამენტის საშემოდგომო სესია დასრულდა. საგაზაფხულო სესია კი, თებერვალში გაიხსნება.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


