პოლიტიკა
მაიკ პენსის ვიზიტი არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გზავნილი ოკუპანტისთვის - გიორგი აბაშიშვილი
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის ჩამოსვლა საქართველოში გზავნილი იქნება ოკუპანტებისთვის.
„ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი არის განაკუთრებით მნიშვნელოვანი გზავნილი ოკუპანტისთვის, იმ ფონზე, როცა მიმდინარეობს მცოცავი ოკუპაცია. ეს არის მესიჯი, რომ არასოდეს არ შერჩებათ ის ქმედებები და პოლიტიკა, რომელსაც ახორციელებენ სუვერენული ქვეყნების, საქართველოს წინააღმდეგ“, - განაცხადა აბაშიშვილმა.
აბაშიშვილის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტი და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ქართულ-ამერიკული საერთო წვრთნების „ღირსეული პარტნიორი-2017“-ის მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ.
„სწორედ ამ ფონზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი გიორგი მარგველაშვილი და ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი „ღირსეული პარტნიორი - 2017“-ის ფარგლებში, ქართველ და პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს სიტყვით მიმართავენ, სადაც კიდევ ერთხელ ხაზი საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების მნიშვნელობას გაესმევა, რაშიც ამერიკის შეერთებულ შტატებს განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის. ეს ვიზიტი მთლიანობაში, ჩვენს უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ პარტნიორთან სტრატეგიულ თანამშრომლობას ხაზს კიდევ ერთხელ უსვამს“, - განაცხადა აბაშიშვილმა.
მაიკ პენსი საქართველოში დღეს საღამოს ჩამოვა.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


