პოლიტიკა
მაიკ პენსი შეძრწუნებულია სააკაშვილის საკითხზე - ნიკა მელია
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ნიკა მელიას განცხადებით, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსთან შეხვედრაზე საქართველოს შიდა და საგარეო საკითხების გარდა მან ისაუბრა მიხეილ სააკაშვილზე.
„გვქონდა საუბარი მიხეილ სააკაშვილზე, როგორც ცალკე აღებულ ადამიანზე, რომელმაც მნიშვნელოვანი რეფორმები გაატარა ამ ქვეყანაში და სახელმწიფო აქცია წარმატებულ სახელმწიფოდ. ზოგადად ის, რომ ხელისუფლება დევნის პოლიტიკურ ოპონენტებს და რა ინსტრუმენტებს გამოიყენებს საამისოდ, ამის შესახებაც გვქონდა საუბარი. მინდა დაგიდასტუროტ, რომ ბევრი ვისაუბრე ამ საკითხთან დაკავსირებით, და თუ დამიტოვებთ უფლებას, მეტს ამ წუთას ამ თემაზე არ ვისაუბრებ“, - განაცხადა „კურიერთან“ ინტერვიუში მელიამ.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, რა უპასუხა მაიკ პენსმა სააკაშვილთან დაკავშირებით, მელიამ განაცხადა, რომ „ის შეძრწუნებულია“, რომ იდევნება ქვეყნის ექს-პრეზიდენტი და „ადგილი აქვს შურისძიებას“ მთავრობის მხრიდან.
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


