სამართალი
მაია რჩეულშვილს რაიმე ახალი დაავადება, ან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმებული არ არის, ხელოვნურად შექმნილი მიზეზია - პროკურორი
სამშენებლო კომპანია ცენტრ პოინტ ბათუმის-მაგნოლიას საქმის პროკურორის, დავით გუმბერიძის განცხადებით, სამედიცინო დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ მაია რჩეულშვილს ახალი დაავადება, ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გაურესება არ აღენიშნება.
ამის შესახებ გუმბერიძემ მედიას თბილისის საქალაქო სასამართლოში განუცხადა, სადაც ცენტრ პოინტის საქმის განხილვა მიმდინარეობს.
როგორც პროკურორმა განმარტა, მაია რჩეულიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების საკითხი ხელოვნურად არის წამოჭრილი, რომ პროცესზე აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საკითხი დამდგარიყო.
„ექსპერტებთან გავიარეთ დოკუმენტაცია და აღმოჩნდა, რომ მაია რჩეულშვილს რაიმე ახალი დაავადება, ან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმებული არ არის. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ ეს არის ხელოვნურად შექმნილი მიზეზი, რომ დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაცვას დაყენებინა შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ“,-განაცხადა დავით გუმბერიძემ.
მისი თქმით, გარდა ამისა, სამედიცინო დოკუმენტაციის შესწავლისას ბრალდების მხარემ გარკვეული შეუსაბამობაც აღმოაჩინა.
მისი თქმით, ბრალდების მხარე დასკვნას სასჯელღასრულების სამედიცინო დაწესებულებიდანაც ელოდება.
„გარდა აღნიშნულისა, სამედიცინო დოკუმენტაციაში გარკვეული შეუასაბამობა აღმოაჩინა ბრალდების მხარემ. თუმცა, ჩვენ ჯერ კიდევ ველოდებით სასჯელაღსრულების სამედიცინო დაწესებულებიდან ინფორმაციას. კერძოდ, მათ მიერ მზადდება დასკვნა მაია რჩეულიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. ამ დოკუმენტაციის მიღების შემდეგ ჩვენ მიგვაჩნია, რომ გამოძიების ცალკე საგანია სამედიცინო დოკუმენტაცია, რაც ამ მომენტში გაცემულია მაია რჩეულიშვილის ჯანმრთელობის მდგომრეობის შესახებ“,-აღნიშნა პროკურორმა.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


