სამართალი
მაია რჩეულიშვილი საავადმყოფოდან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დააბრუნეს
სამშენებლო კომპანია ცენტრ პოინტის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული მაია რჩეულშვილი საავადმყოფოდან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დააბრუნეს.
როგორც მედიას კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის წარმომადგენელმა მაკა მაღლაკელიძემ განუცხადა, მაია რჩეულიშვილმა საჭირო გამოკვლევებზე უარი გუშინ განაცხადა.
მაღლაკელიძის თქმით, გუშინ, რჩეუშლიშვილისთვის უნდა ჩაეტარებინათ გამოკვლევა გულზე და ამის შემდეგ გადაწყდებოდა შეძლებდა თუ არა ის სხვა ოპერაციის გადატანას.
„მას დადგენილი აქვს ფილტვის წარმონაქმნი, რომელიც საჭიროებს ქირურგიულ ჩარევას. თუმცა მკურნალობის ამ ეტაპზე ჯერჯერობით ოპერაციამდე საჭირო იქნა კორონაროგრაფიის ჩატარება, იმნაზიური კორონაროგრაფიის ჩატარება, რომლის ჩატარებაზეც პაციენტმა უარი განაცხადა“,-აღნიშნა მაღლაკელიძემ.
მისი თქმით, მაია რჩეულშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილური, მაგრამ მძიძეა.
„მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ წუთისთვის სტაბილურია, მაგრამ რჩება კვლავ მძიმე. მას აუცილებლად ესაჭიროება ამ გამოკვლევის და შემდეგ მკურნალობის ჩატარება“,-აცხადებს მაღლაკელიძე.
შეგახსენებთ, რომ ინფორმცია იმის შესახებ, რომ მაია რჩეულიშვილმა მკურნალობაზე უარი განაცხადა, „ბათუმი მაგნოლიის“ ეპიზოდთან დაკავშირებით სასამართლო პროცესზე გახდა ცნობილი.
პროკურორის თქმით, სახელმწიფო ბრალდებას ინფორმაცია კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელმა მიაწოდა.
თუმცა, როგორც მაია რჩეულიშვილის ადვოკატმა მარიამ ცუცქირიძემ სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, მისთვის მაია რჩეულიშვილის გადაწყვეტილება ცნობილი არ ყოფილა.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


