უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

10 იანვარი, 2017 12:35
font-size

მაია რჩეულიშვილი მკურნალობაზე უარს აცხადებს - პროკურორი

საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, მაია რჩეულიშვილის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

მაია რჩეულშვილი მოსამართლეს თხოვდა, რომ „ბათუმის მაგნოლიის“ ეპიზოდის განხილვა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებამდე გადადებულიყო.

თუმცა, ჯერჯერობით უცნობია თუ სად გაგრძელდება საქმის არსებითი განხილვა. მოსამართლე გადაწყვეტილებას 12 იანვარს გამოაცხადებს.

ამასთან, საქმის პროკურორმა დავით გუმბერიძემ მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ კლინიკის ხელმძღვანელმა ბრალდების მხარეს განუცხადა, რომ მაია რჩეულიშვილი მკურნალობაზე უარს აცხადებს და გადაწყვეტილია, მისი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დაბრუნება.

„ვესაუბრეთ კლინიკის ხელმძღვანელს ფრიდონ თოდუას, რომელმაც განაცხადა, რომ მაია რჩეულიშვილმა უარი განაცხადა სამედიცინო პროცედურებში მონაწილეობაზე და სამედიცინო დაწესებულების მიერ მიღებულია გადაწყვეტილება მისი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დაბრუნების თაობაზე. ჩვენ დავაყენეთ შუამდგომლობა, რომ სასამართლო პროცესი ჩანიშნულიყო 12 იანვარს“,-აღნიშნა გუმბერიძემ.

მონიკა დავლიანიძე

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს

24 მარტი, 2026 , 13:07

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე საქართველოდან

თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

24 მარტი, 2026 , 12:55

თბილისის საქალაქო სასამართლომ „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გადაწყვეტილების გამოცხადებას ელენე ხოშტარია არ დასწრებია. პოლიტიკოსი პროტესტის ნიშნად ასევე

ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო

23 მარტი, 2026 , 13:58

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო. ბრალდების მხარე დაკავებულ პოლიტიკოსს ადმინისტ

სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

23 მარტი, 2026 , 12:27

23 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი

შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს

17 მარტი, 2026 , 15:08

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, გასული ღამის განმავლობაში, აჭარაში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, „ქურდულ ს

დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს

17 მარტი, 2026 , 13:02

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გენერალური ინსპ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი