სამართალი
მაია რჩეულიშვილი მკურნალობას ჩაფიძის კლინიკაში განაგრძობს
სამშენებლო კომპანია ცენტრ პოინტის დამფუძნებელი მაია რჩეულიშვილი სამი დღეა, ჩაფიძის კლინიკაში საბადრაგო სამსახურის მეთვალყურეობის ქვეშ მკურნალობს.
არსებული ინფორმაციით, ონკოლოგმა რევაზ გაგუამ განაცხადა, რომ რჩეულიშვილს გამოკვლევები სჭირდება, თუმცა ექიმები კვლევებს მისი მდგომარეობის გამო, ვერ უტარებენ.
ინფორმაციის გადამოწმების მიზნით მედიანიუსი ჩაფიძის კლინიკას დაუკავშირდა, თუმცა იქ ინფორმაციის გაცემისგან თავი შეიკავეს.
სამკურნალო დაწესებულაში არც ის გვითხრეს, ნამდვილად მკურნალობს თუ არა მათთან მაია რჩეულიშვილი.
მაია რჩეულიშვილის ჯანმრთელობის გაუარესების საფუძველზე, მისი ადვოკატები პროკურატურას ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლას სთხოვენ.
ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, პატიმრობაში მყოფი რჩეულიშვილი კლინიკაში ქალთა დაწესებულებიდან გადაიყვანეს.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


