სამართალი
მაია რჩეულიშვილი ჯანმრთელობის მდოგმარეობის გაუარესების გამო სამოქალაქო საავადმყოფოში გადაჰყავთ
სამშენებელო კომპანია „ცენტრ პოინტის“ საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულ მაია რჩეულიშვილს, ჯანმრთელობის გაუარესების გამო სამოქალაქო საავადმყოფოში გადაიყვანენ.
ამის შესახებ მედიას, მაია რჩეულიშვილის ადვოკატმა, მარინა ცუცქირიძემ განუცხადა.
ადვოკატის თქმით, რჩეულიშვილმა წონაში კლება დაიწყო, სასჯელაღსურლების დაწესებულებაში კი ამის მიზეზი ვერ დაადგინეს, რაც გახდა საფუძველი იმისა, რომ მისი გამოკვლევა სამოქალაქო საავადმყოფოში მოხდეს.
„სამწუხაროდ, ქალბატონი მაია რჩეულიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. მადლობას ვუხდით, სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციას და მედპერსონალს. მათ აღმოაჩინეს ეს პრობლემა, რადგან ქალბატონმა მაიამ დაიწყო წონაში კლება. მოხდა მისი გამოკვლევა, მაგრამ საბოლოო დიაგნოზის დასმა ვერ მოხერხდა, იმიტომ რომ არ არის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმის პირობა, რომ ნორმალურად მოხდეს სრულყოფილად გამოკვლევა. ამის გამო აუცილებელი გახდა, რომ დღეს, ქალბატონი მაია, გადაჰყავთ სამოქალაქო საავადმყოფოში. იქ მოხდება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევა, საფუძვლიანად მოხდება და საბოლოოდ გვეცოდინება, თუ რასთან გვაქვს საქმე“,-აღნიშნა ადვოკატმა.
დღეს, ცენტრ პოინტის საქმეზე მორიგი პროცესი გაიმართა, რომელსაც მაია რჩეულიშვილი ვერ დაესწრო.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


