სამართალი
მაია რჩეულიშივილი მზად არის სასამართლოს ჩვენება მისცეს
სამშენებლო კომპანია „ცენტრ პოინტის“ ბათუმის-მაგნოლიის ეპიზოდზე ერთ-ერთი ბრალდებული მაია რჩეულშვილი, მზად არის საქალაქო სასამართლოს ჩვენება მისცეს.
ამის შესახებ მაია რჩეულშვილის ადვოკატმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხადა.
მაია რჩეულშვილის დაკითხვა 14 თებერვალს მოხდება. მაია რჩეულიშვილის შემდეგ, ჩვენებას მისი შვილიც, საქmეზე კიდევ ერთი ბრალდებული, გუკა რჩეულიშვილი მისცემს.
„ის თანახმა არის, რომ ჩვენება მისცეს სასამართლოს. მას არ სურს დუმილის უფლების გამოყენება, რადგან მიუხედავად იმისა, რომ ბრალდების მხარემ დაამთავრა თავისი მტკიცებულებების წარდგენა და მოწმეებიც დაკითხა, ძალიან ბევრი შეკითხვა დარჩა პასუხ გაუცემელი. ამიტომ, მაია რჩეულშვილმა გადაწყვიტა მოვიდეს და სასამართლოს ჩვენება ამომწურავად მისცეს“,-აღნიშნა ადვოკატმა მარიამ ცუცქირიძემ.
საქმის პროკურორმა აღნიშნა, რომ რჩეულიშვილების დაკითხვასთან დაკავშირებით, სასამართლოს წინაშე ბრალდებამ კიდევ ერთხელ დააყენა შუამდგომლობა.
ბრალდებას მიაჩნია, რომ პროცესზე არ გამოცხადებით, მაია და გუკა რჩეულშვილები პროცესის გაჭიანურებას ცდილობენ.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


