სამართალი
მაია და გურამ რჩეულიშვილები სასამართლო პროცესზე არ გამოცხადდნენ
სამშენებლო კომპანია ცენტრ პოინტის ბათუმის მაგნოლიის ეპიზოდზე ბრალდებულები მაია და გურამ რჩეულიშვილები სასამართლო პროცესზე არ გამოცხადნენ.
იმის შესახებ, რომ დღევანდელ პროცესზე ჩვენების მისაცემად მაია რჩეულიშვილი გამოცხადდებოდა 9 თებერვალს გახდა ცნობილი. მაშინ, მაია რჩეულიშვილის ადვოკატმა მარიამ ცუცქირიძემ განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, ბრალდების მხარემ მოწმეების დაკითხვა და დოკუმენტური მტკიცებულებების წარდგენა დაასრულა, ბევრი კითხვა პასუხგაუცემელი დარჩა და რჩეულიშვილს სურს მათზე პასუხები გასცეს.
დღევანდელი პროცესის დაწყებამდე ცუცქირიძემ აცხადებდა, რომ გუშინ შეხვდა ბრალდებულს და მისგან მოისმინა მზაობა სასამართლოზე გამოცხადების შესახებ. ცუცქირიძის თქმით, მაია რჩეულშვილმა ადვოკატთან დაკითხვის წინ პოზიციები შეათანხმა.
მოგვიანებით კი ცუცქირიძემ აღნიშნა, რომ მისთვის უცნობია, თუ რატომ არ გამოცხადდა მაია რჩეულიშვილი დღევანდელ სასამართლო პროცესზე.
საქმის პროკურორების განცხადებით, გურამ და მაია რჩეულშვილები თავს არიდებენ სასამართლოში გამოცხადებას და პროცესის გაჭიანურებას ცდილობენ.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


