უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

28 ოქტომბერი, 2025 14:31
font-size

მაია ბითაძე პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატებს: თავი შეიკავეთ ისეთი სიტყვების წარმოთქმისგან, როგორიც არის „ღალატი“, ამას, ამ დარბაზში არავინ შეგარჩენთ

ვუსმენდი ახალ შემოერთებულ კოლეგებს და მეგონა, მხატვრული კითხვის ან პროზის საღამოზე ვიყავი - თავი შეიკავეთ ისეთი სიტყვების წარმოთქმისგან, როგორიც არის „ღალატი“, ამას, ამ დარბაზში არავინ შეგარჩენთ! - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, მაია ბითაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

„ვუსმენდი ახალ შემოერთებულ კოლეგებს და მეგონა, მხატვრული კითხვის ან პროზის საღამოზე ვიყავი. წინასწარ მომზადებული აბსტრაქტული ტექსტებით გვესაუბრებოდნენ. ევროინტეგრაციაზე საყვედურს ამბობდნენ ადამიანები, რომლებსაც რეალურად ცხოვრებაში არაფერი აქვთ გაკეთებული იმისთვის, რა გზაც ევროინტეგრაციის მოპოვების და სხვადასხვა წარმატების მიღების კუთხით „ქართულ ოცნებას“ და ყველა იმ ადამიანს გვაქვს გაკეთებული. ერთ გირჩევთ, კოლეგებო: ნუ გაიმეორებთ იმ არასწორ გზას, რაც აქ მყოფმა წინა მოწვევის პარლამენტში არსებულმა ოპოზიციურმა რადიკალებმა გაიარეს, მათი აბსტრაქცია და ეკრანებთან პოზირება დარჩა ჰაერში გატყორცნილ არასწორ პოლიტიკად. გირჩევთ, პარლამენტში სამუშაოდ თუ შემოხვედით, თავი შეიკავეთ ისეთი სიტყვებისგან, როგორიც არის: „ლეგიტიმაცია“, „ღალატი“, „ევროინტეგრაცია“, ევროინტეგრაციის შეჩერებაში „ქართული ოცნების“ დადანაშაულება. როდესაც უვიზო მიმოსვლაზე საუბრობთ, კარგად გაიხსენეთ და გადმოგვხედეთ ვინ ვსხედვართ აქ. ადამიანები, ვინც მოიტანეს ეს ყველაფერი. როდესაც უვიზო მიმოსვლაზე საუბრობთ, მეტი აქცენტი გააკეთეთ იმ რადიკალებსა და დივერსანტებზე, რომლებიც არყევენ ჩვენს სამშობლოს უკვე მერამდენე წელია. კარდაკარ დადიან და ცდილობენ გააუარესონ ყველა ის მონაპოვარი, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" აქამდე მოიტანა. „ქართულმა ოცნებამ“ გაუძლო საკუთარი ოჯახებით იმ მძიმე შეურაცხყოფას და დარტყმებს, რასაც უკვე რამდენიმე წელია ჩვენი ერი ტანს. გეყოთ ქართველი ხალხის ხსენება და ამ სიტყვით სპეკულირება. თუ ქართველი ხალხისთვის რაიმეს გაკეთება გინდათ, თავი შეიკავეთ მხატვრული კითხვის საღამოების გაგრძელებისგან, დაიწეთ რეალური ქმედებები, მათ შორის, საკანონმდებლო საქმიანობაში მონაწილეობა. როდესაც საუბრობთ, რაღაც სასამართლო დამოუკიდებლობაზე, მაშინ მოიყვანეთ არგუმენტი, რატომ არის, რომ სტრასბურგის სასამართლოში მუდმივად იგებს "ქართული ოცნებით" წარმოდგენილი ჩვენი სამშობლო.

როდესაც იზოლაციაზე საუბრობთ, იქნებ ამიხსნათ, რატომ არის რომ გუშინ ევრონესტში მონაწილეობაზე ჩვენ განვაცხადეთ უარი და მოწვევა იქიდან გვქონდა. მე კვლავ ვიკავებ ენერგეტიკულ კომიტეტის თავმჯდომარის პოზიციას ევრონესტში. რატომ არის რომ ვმონაწილეობთ ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე, როდესაც იზოლაციაზე საუბრობთ, ან ლეგიტიმაციაზე? გთხოვთ, კარგად დააკვირდეთ რას ამბობთ, შეწყვიტეთ პოპულიზმის გზა! ამ პოპულიზმის გზამ, იმ ადამიანებს, ვინც აქ ოპოზიციის სახელით ისხდნენ, კარგი არაფერი მოუმატა. როდესაც პროპაგანდაზე საუბრობთ, იქიდან დაიწყეთ, საიდანაც ეს პროპაგანდა დღევანდელ დღემდე მოვიდა, როდესაც მეგობარი მეგობარი გადაკიდეს, ახლობელი ახლობელს, შვილებს მოუწოდებდნენ მშობლების წინააღმდეგ აღმდგარიყვნენ. გეყოთ პროპაგანდისტული გამოსვლები, მზად ვართ ვითანამშრომლოთ, ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე ვმუშაობთ ყოველ კვირა. თავი შეიკავეთ ისეთი სიტყვების წარმოთქმისგან, როგორიც არის „ღალატი“, ამას ამ დარბაზში არავინ შეგარჩენთ!“, - აღნიშნა ბითაძემ.

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი