პოლიტიკა
მაია ბითაძე გენდერის საკითხებისადმი მიძღვნილ კონფერენციაში მონაწილეობს
თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე კონფერენციას, სახელწოდებით „გენდერის საკითხები ურბანულ მმართველობასა და ტრანსპორტის სფეროში“ დაესწრო.
მაია ბითაძის განცხადებით, კონფერენციის მთავარი მიზანი ურბანული განვითარების სხვადასხვა სფეროში მომუშავე ქალთა როლის გაძლიერებაა.
„აზიის განვითარების ბანკთან ერთად თბილისის მერიამ რეგიონის მასშტაბით, საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის წარმომადგენლობისთვის მნიშვნელოვანი შეხვედრა უზრუნველყო, რომლის მთავარი მიზანი იყო ქალთა როლის გაძლიერება ისეთ მიმართულებებში, როგორიცაა ტრანსპორტი და ურბანული განვითარება. მოგეხსენებათ, ორივე ძალიან აქტუალურია და აზიის განვითარების ბანკი ამ მიმართულებით ძალიან დიდ მხარდაჭერას აღმოუჩენს თბილისს“, - განაცხადა მაია ბითაძემ.
თბილისის მერიის ინფორმაციით, ორდღიანი კონფერენცია თბილისის მერიისა და აზიის განვითარების ბანკის ორგანიზებით იმართება. მისი მიზანია გენდერული საკითხების განხილვა ურბანული განვითარებისა და სატრანაპორტო სფეროში, ასევე, სამომავლო რეკომენდაციების შემუშავება, რათა გენდერული საკითხები ინტეგრირდეს ქალაქის ურბანული განვითარების სხვადასხვა მიმართულებასთან.
კონფერენციაში მონაწილეობენ საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის სხვადასხვა ქალაქებში საზოგადოებრივი ტრანსპორტის სექტორში მომუშავე ქალები. ღონისძიებას, ასევე, თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარებისა სამსახურის უფროსი ანდრია ბასიალაია, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის დირექტორი მამუკა კობახიძე და ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი რუსუდან მირზიკაშვილი ესწრებიან.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


