სამართალი
მაღაზიიდან გამოვედი თუ არა, უცნობმა ორმა პიროვნებამ მოულოდნელად მომაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა - ,,თავისუფალი ზონის“ წევრი ნაცემია
“თავისუფალი ზონის” აქტივისტს თავს დაესხნენ, რის შედეგადაც გიორგი კვანჭიანის საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო.
მედიკოსების შეფასებით, მას ტვინის შერყევა და შესაძლოა, შიდა ქალას ტრავმა აქვს მიღებული.
ფაქტზე გამოძიება 126-ე ცემის მუხლით დაიწყო.
ჟურნალისტ ელისო კილაძის ინფორმაციით, თავდასხმამდე, გიორგი კვანჭიანმა გაზეთ „ქრონიკა პლუსის“ რედაქციას მიაწოდა ინფორმაცია აშშ-ში გაქცეული ყოფილი პოლიციელების შესახებ, რომლებიც ,,უწყებაში გამეფებულ უკანონობაზე საუბრობენ.“
,,ქრონიკა+-ში იმყოფებოდა გიორგი კვანჭიანი,რომელმაც დაგვაკავშირა აშშ -ში გაქცეულ პოლიციელების ოჯახს. ჩავწერეთ სკანდალური ინტერვიუ. რა ხდებოდა პოლიციაში ჭიკაიძე-მღებრიშვილის დროს.
რედაქციიდან წასული გიორგი კვანჭიანი სახლთან სასტიკად სცემეს !“, - აცხადებს კილაძე.
მისი თქმით, პატრულის გადამდგარ თანამშრომლებთან სკანდალური ინტერვიუ შსს-ს შესახებ გუშინ Skype-ით ჩაწერეს და ის სამშაბათის ნომრისთვის მზადდება.
კვანჭიანის თქმით, უცნობი პირები მას თავს მაღაზიიდან გამოსვლისას დაესხნენ.
„მოვდიოდი ტაქსით და უცბად, ტაქსიდან რომ ჩამოვედი, წავედი მაღაზიაში – წყალი უნდა მეყიდა. გამოვედი თუ არა, უცნობმა ორმა პიროვნებამ მოულოდნელად მომაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. მუქარა არ ყოფილა, მაგრამ გინება იყო,“ – განაცხადა „თავისუფალი ზონის“ აქტივისტმა გიორგი კვანჭიანმა.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


