სამართალი
მაგდა პაპიძე პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართავს
ქმრისა და შვილის მკვლელობისთვის უვადო პატიმრობაში მყოფი მაგდა პაპიძე, პრეზიდენტისთვის შეწყალების თხოვნით მიმართვას გეგმავს.
ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ მაგდა პაპიძის დამ ლანა პაპიძემ განუცხადა.
მისი თქმით, ამ პროცესს პაპიძის დედამთილის დარეჯან მინდიკაურის მიერ შეტანილი სარჩელი ართულებს, რომელიც მაგდა პაპიძეს ქონებას ედავება.
„შეწყალების თხოვნით მიმართავს საქართველოს პრეზიდენტს, თუმცა მინდა გითხრათ, რომ დედამთილის მიერ შეტანილი სარჩელი გარკვეულწილად ართულებს სიტუაციას ამ მიმართულებით. დარეჯან მინდიკაურმა ჩემი დის წინააღმდეგ შეიტანა სარჩელი და პატიმრობაში მყოფ ადამიანს ქონებას ედავება“,-თქვა ლანა პაპიძემ.
კითხვაზე, პრეზიდენტისადმი შეწყალების თხოვნით მიმართვა, ნიშნავს თუ არა, რომ მაგდა პაპიძე გარკვეულწილად აღიარებს დანაშაულს? ბრალდებულის და პასუხობს, რომ მისი და არჩადენილ დანაშაულს ვერ აღიარებს.
„არა, ჩემი და არჩადენილ დანაშაულს ვერ აღიარებს. პრეზიდენტისთვის მიმართვა არ ნიშნავს რაიმეს აღიარებას. შეისწავლოს საქმე პრეზიდენტმა და თავად დარწმუნდება ყველაფერში“,-განმარტა ლანა პაპიძემ.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


