პოლიტიკა
მადლობა ევროპელ პარლამენტარებს, რომ გააცნობიერეს, რომ ქართველი ხალხი იმსახურებს ვიზალიბერალიზაციას - სერგო რატიანი
პარლამენტის უმცირესობის წევრმა სერგო რატიანიმ კომენტარი გააკეთა ევროპარლამენტის მიერ საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შემოღების შესახებ. მან მადლობა გადაუხადა ევროპელ პარტნიორებსა და იმ ადამიანებს, ვინც ამ საკითხზე მუშაობდა.
„ძალიან ბევრმა ადამიანმა შეიტანა წვრილი იმაში, რომ ეს დღე დამდგარიყო. ყველას მინდა მადლობა გადავუხადო, განსაკუთრებით მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს ევროპელ პარტნიორებს,რომლებმაც, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება იმსახურებდა ძალიან ბევრ კრიტიკას და კრიტიკა დღესაც ძალაშია, მიუხედავად ამისა, აცნობიერებენ, რომ ქართველი ხალხი იმსახურებს ვიზალიბერალიზაციას“, - თქვა რატიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ დღეს ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შემოღებას. კენჭისყრაზე ხმები ასე გადანაწილდა - 553 მომხრე 66-ის წინააღმდეგ.
ყრილობამდე ევროპარლამენტში პლენარული სესია გაიმართა, სადაც დებატები შედგა აღნიშნულ საკითხზე.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


