სამართალი
მაჩალიკაშვილთან დაკავშირებით ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნა დღეს გახდება ცნობილი
თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის ადვოკატ, მარიამ კუბლაშვილის ინფორმაციით, დღეს გახდება ცნობილი ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჩაატარა იმის დასადგენად, თუ რა მანძილიდან განხორციელდა გასროლა სპეცოპერაციის დროს.
კუბლაშვილი 22 იანვარს თბილისის პროკურატურაში, თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის ფარგლებში, ბიოლოგიურ დასკვნას გაეცნო. მისი განმარტებით, ტყვიაზე არ ფიქსრიდება მაჩალიკაშვილის სისხლის კვალი. ადვოკატი ეჭვობს, რომ საქმის მასალებს სხვა ტყვია დაურთეს მტკიცებულებად.
ცნობისათვის, თემირლან მაჩალიკაშვილი 11 იანვარს საავადმყოფოში გარდაიცვალა. ის პანკისში სპეცოპერაციის დროს დაიჭრა. მაჩალიკაშვილის მშობლები და პანკისის უხუცესები აჰმედ ჩატაევთან და ტერორისტებთან მაჩალიკაშვილს კავშირს გამორიცხავენ.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


