სამართალი
მაჩალიკაშვილის სახლში ჩატარებული ბალისტიკური ექსპერტიზის ფარგლებში აღმოჩენილია ტყვიის შემადგენელი ძირითადი ფრაგმენტები - ადვოკატი
ბალისტიკური ექსპერტიზის ფარგლებში დამატებით ამოიჭრა კედელი, სადაც აღმოჩნდა ტყვიის შემადგენელი ძირითადი ფრაგმენტები, რაც მიმდინარე გამოძიებისთვის მნიშვნელოვანია, - განუცხადა ჟურნალისტებს თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა გუშინ პანკისში ჩატარებულ ექსპერტიზაზე საუბრისას.
მისი ინფორმაციით, პროკურატურის მასალებში ტყვიის ფრაგმენტების დაახლოებით 30 პროცენტია წარმოდგენილი, რომლის მიხედვითაც ტყვის სრულად აღდგენა წარმოუდგენელი იყო.
„დღევანდელი ექსპერტიზის დროს დამატებით ამოვჭერით კედელი, სადაც აღმოჩენილია ტყვიის ძირითადი ნაწილი, ტყვიის გულის თავი. ვერ ვნახეთ სხვა ფრაგმენტები, რაც ადასტურებს იმას, რომ იყო ერთი გასროლა. დღესვე ჩვენ დავაყენეთ შუამდგომლობა, რომ ტრასოლოგიური ექსპერტიზა ჩაუტარდეს კარებს, თუ როგორ მოხდა შეღწევა. ამ მიზნით ამოვიღეთ საკეტები და გადაიგზავნება ექსპერტიზაზე.
რაც შეეხება ხელყუმბარას, პასუხი ჯერ კიდევ არ არის, რადგან არ არის ექსპერტიზის დასკვნა, იყო თუ არა დნმ-ზე სისხლის კვალი და ანაბეჭდები. ჩვენ გვაქვს ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა. იქიდან გამომდინარე, რომ არ ვიცნობ სპეცრაზმელის ჩვენებას და არ ვიცი რა ვითარებაში აღმოაჩინეს ხელყუმბარა, დამატებითი ინფორმაცია არ მაქვს ამ კუთხით“, - განაცხადა მარიამ კუბლაშვილმა.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


