პოლიტიკა
მაჩალიკაშვილებს, სავარაუდოდ, სუს-ის თანამშრომლები უთვალთვალებენ - EMC
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) მიმართავს საქართველოს პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორს, შეისწავლოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების მიერ პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაღუპული თემირლან მაჩალიკაშვილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერების საკითხი.
ორგანიზაციის ინფორმაციით, ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმესთან დაკავშირებული აქციების პერიოდში მალხაზ მაჩალიკაშვილსა და მისი ოჯახის წევრებს, სავარაუდოდ, სუს-ის თანამშრომლები უთვალთვალებდნენ.
„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილი მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის მიმართ, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მიერ უკანონო ვიზუალური კონტროლისა და მაიდენტიფიცირებელი მონაცემების უკანონო დამუშავების ფაქტებზე საქართველოს პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორს მიმართავს.
მალხაზ მაჩალიკაშვილი და მისი ოჯახი 2018 წლის 31 მაისიდან მონაწილეობას იღებს ხორავას ქუჩაზე მომხდარი არასრულწლოვნების მკვლელობის არაეფექტურ გამოძიებასთან და მთლიანობაში მართლმსაჯულებისა და სამართალდამცავი სისტემების ფუნქციონირებასთან დაკავშირებით გამართულ მასობრივ საპროტესტო აქციებში. აქციების ფარგლებში მალხაზ მაჩალიკაშვილი და სხვა ადამიანები ასევე აპროტესტებდნენ თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ხარვეზებსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის რეპრესიულ პოლიტიკას. აქციების პერიოდში. მაჩალიკაშვილი და მისი ოჯახის წევრები, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების მხრიდან პერმანენტულ მეთვალყურეობასა და კონტროლს ექვემდებარებიან, რაც თვალთვალსა და მანქანებით ადევნებაში გამოიხატებოდა. 2018 წლის 2 ივნისს კი, როდესაც მ. მაჩალიკაშვილი ახმეტიდან თბილისის მიმართულებით ტაქსით გადაადგილდებოდა, ადგილი ჰქონდა მის მიმართ ვიზუალური კონტროლის განხორციელებასა და მისი მაიდენტიფცირებელი მონაცემების შესახებ ინფორმაციის მიღების მცდელობას. კერძოდ, მ. მაჩალიკაშვილის განმარტებით, ტაქსის მძღოლს მობილურ ტელეფონზე რამდენჯერმე დაურეკეს, რის შემდგომაც მან მ. მაჩალიკაშვილს განუცხადა, რომ პოლიციის თანამშრომლები უკავშირდებოდნენ, რომლებიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დავალებით რეკავდნენ, და ინტერესდებოდნენ მისი მგზავრის ვინაობით. ამასთან ერთად, გადაადგილების პროცესში, მათ უკან მიჰყვებოდათ ავტომობილი, რომელიც ტაქსის მოძრაობას აკონტროლებდა.
EMC მიიჩნევს, რომ აღნიშნული ფაქტი მალხაზ მაჩალიკაშვილის პერსონალური მონაცემების უკანონოდ დამუშავებასა და პირად ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევას წარმოადგენს, რამდენადაც საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებებით არ დასტურდება მ. მაჩალიკაშვილის მიმართ ვიზუალური კონტროლისა და მაიდენტიფიცირებელი მონაცემების მოპოვების სამართლებრივი საფუძვლების არსებობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, EMC ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის ნორმებზე დაყრდნობით მიმართავს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს და სთხოვს, უზრუნველყოს მალხაზ მაჩალიკაშვილის მიმართ შეკრებების მიმდინარეობის დროს, მათ შორის, 2018 წლის 2 ივნისს, სავარაუდოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების მიერ პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერების საკითხის შესწავლა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება“, - წერია განცხადებაში.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


