უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

14 მაისი, 2025 10:54
font-size

ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციასა და საქართველოს ბანკს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ბანკისთვის ქვეყანაში აგრო სექტორის გაძლიერება ერთ-ერთი პრიორიტეტულია და ამ მიმართულებით ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. სწორედ ამ მიზნით, ბანკსა და ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს ხელი საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა, ნინო აფციაურმა და ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის დირექტორმა, შოთა ცუკოშვილმა მოაწერეს.

აღნიშნული მემორანდუმის მიზანს საქართველოში მოცვის ინდუსტრიის გაძლიერება, ამ სექტორში კომპეტენციის გაზრდა და საუკეთესო პრაქტიკების დანერგვა წარმოადგენს.

საქართველოს ბანკი წლებია, აგრო სექტორის აქტიური მხარდამჭერია და რეგიონებში ბიზნესების გაძლიერებას უწყობს ხელს. გაფორმებული მემორანდუმი ერთის მხრივ, წარმოადგენს თანამშრომლობის ახალ ეტაპს ბანკსა და ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციას შორის, მეორეს მხრივ კი ბიზნესებისთვის ახალი შესაძლებლობაა, რათა საქართველოში მოცვის წარმოება კიდევ უფრო მასშტაბური გახდეს. მოხარულები ვართ ამ თანამშრომლობით, და გვჯერა, რომ აღნიშნული სექტორის გაძლიერებისთვის სამომავლოდ არაერთ სასარგებლო პროექტს განვახორციელებთ ერთობლივად“, - განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა, ნინო აფციაურმა.

“ჩვენთვის მნიშვნელოვანი პარტნიორობა წამოვიწყეთ საქართველოს ბანკთან, რაც აგროსექტორში, განსაკუთრებით კი მოცვის ინდუსტრიაში, ახალი შესაძლებლობების შექმნის წინაპირობაა. ასოციაციის მთავარი მიზანია სექტორში ერთიანი სისტემის შექმნა, სადაც კოორდინირებულად იმუშავებენ როგორც ფერმერები, ისე ფინანსური ინსტიტუტები, ექსპერტები და საერთაშორისო პარტნიორები. სწორედ ასეთი მიდგომა ქმნის მდგრადი განვითარების საფუძველს. მიგვაჩნია, რომ ცოდნის გაზიარება, ტექნოლოგიური განვითარება და სწორი ფინანსური მხარდაჭერა სექტორის წარმატების აუცილებელი წინაპირობაა.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერა მოცვის ინდუსტრიისთვის არა მხოლოდ ფინანსურ სარგებელს, არამედ სანდო პარტნიორობას და საერთო მიზნის გარშემო გაერთიანების მაგალითს წარმოადგენს. გვჯერა, რომ ერთობლივად ბევრ წარმატებულ ინიციატივას მივცემთ დასაბამს, რაც მნიშვნელოვნად გააძლიერებს ქართულ აგრარულ სექტორს,” — განაცხადა ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის დირექტორმა, შოთა ცუკოშვილმა.

მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას

23 მარტი, 2026 , 18:41

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკი, საკრედიტო Amex ბარათის მფლობელებს მორიგ შეთავაზებას სთავაზობს.   შეთავაზების ფარგლებში, საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex ბარათის მფლობელ

გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა

23 მარტი, 2026 , 16:44

გალტ & თაგარტმა კონფერენციაზე „სოფლის მეურნეობა საქართველოში - გამოწვევები და შესაძლებლობები“, წარადგინა გალტ & თაგარტის მიერ შემუშავებული სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორის მიმოხილვა.

მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო

23 მარტი, 2026 , 14:56

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, დღეიდან ყოველდღე, 40 დღის განმავლობაში თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათ

ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება

19 მარტი, 2026 , 15:15

ჯაშუშობის ბრალდებით ოკუპირებულ აფხაზეთში ეთნიკურად ქართველების დაკავებები გრძელდება, - ამის შესახებ წერია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებაში. „10 მარტს დე ფაქტო აფხაზეთის უშიშროების სამსახურმა საქართველოს

ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია

19 მარტი, 2026 , 14:37

ჩემი დაკვირვებით, ილია II-ის გარდაცვალებაზე რეაქციებში ჭარბობს სამი სიტყვა: „ეპოქალური“, „უნიკალური“ და „წინააღმდეგობრივი“. სამივე სრულიად მართალია, -  წერს პოლიტოლოგი გია ნოდია ს

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

19 მარტი, 2026 , 11:30

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და რეისების განრიგს აქვეყნებს. მათივე ცნობით, ბილეთების აღება შესაძლებელი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი