პოლიტიკა
ლუგარის ლაბორატორიაზე რუსეთის პროვოკაცია არის პროპაგანდის ერთ-ერთი ელემენტი, რომელსაც არ უნდა ავყვეთ - თამარ ხულორდავა
საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, თამარ ხულორდავას განცხადებით, ლუგარის სახელობის ლაბორატორიასთან დაკავშირებით რუსეთის მიერ გავრცელებული განცხადება რუსული პროპაგანდის ერთ-ერთი ელემენტია.
დეპუტატის თქმით, ამ პროვოკაციას არავინ არ უნდა აჰყვეს.
„რუსულ რბილ ძალაზე არ საუბრობენ მხოლოდ ის ქვეყნები, რომლებიც საზღვარს იყოფენ რუსეთთან და პირდაპირ ცეცხლის ხაზზე არიან. უკვე იმდენად მომწიფებულია სიტუაცია და ისეთი შეცვლილია რუსეთის მიმართ დამოკიდებულება ევროკავშირის ქვეყნებში, რომ ეს არის პრობლემა, რომელზეც ხმამაღლ ა საუბრობს ყველა. ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებული სრული პროვოკაციაც არის ერთ-ერთი ელემენტი. აუცილებელია ჩვენი საზოგადოების დაცვა ასეთი ტიპის საფრთხეებისგან და აუცილებელია, რომ მსგავს პროვოკაციებს არ ავყვეთ“, – განაცხადა ხულორდავამ.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 4 ოქტომბერს განაცხადა, რომ „აშშ-ი ლუგარის ლაბორატორიაში საქართველოს მცხოვრებლებზე ექსპერიმენტებს ატარებს“. რუსული მხარის მტკიცებით, ტოქსიკური ნივთიერების გამოცდის გამო, 2015 წლის დეკემბერის შემდეგ ათობით ადამიანი დაიღუპა. ეს განცხადება რუსეთის შეიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ჯარების მეთაურმა იგორ კირილოვმა გააკეთა. ამასთან, თავდაპირველად ამ თემაზე პრესკონფერენცია მოსკოვში იგორ გიორგაძემ გამართა.
მომდევნო დღეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ უპასუხა. მისი განცხადებით, რუსეთი აგრძელებს უსაფუძვლო დეზინფორმაციის გავრცელებას რიჩარდ ლუგარის ცენტრის მუშაობასთან დაკავშირებით.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


