უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

27 თებერვალი, 2018 16:50
font-size

ლტოლვილთა საკითხებში გაეროს უმაღლესი კომისარი ტატუნაშვილის საკითხის ყველა შესაბამის ფორმატში განხილვას მოითხოვს

ვიცე-პრემიერი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარს ფილიპო გრანდის შეხვდა.

შეხვედრა ჟენევაში გაერო-ს ადამიანის უფლებათა მაღალი სეგმენტის სესიის ფარგლებში გაიმართა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სმინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა კმაყოფილებით აღნიშნეს ლტოლვილთა კომისარის ოფისთან საქართველოს წარმატებული თანამშრომლობა. საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ ვითარებასა და დევნილთა მდგომარეობის საკითხზე საუბრისას, საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა უმაღლეს კომისარს მიაწოდა ინფორმაცია საოკუპაციო რეჟიმის დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებისა და საქართველოს კიდევ ორი მოქალაქის დაკავების შესახებ.

გაეროს უმაღლესმა კომისარმა მწუხარება გამოთქვა მომხდარის გამო და აღნიშნა რომ მნიშვნელოვანია მომხდარზე რეაგირება, საკითხი განხილული უნდა იქნას შესაბამის ფორმატებში, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატში.

შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების მნიშვნელობას. დადებითად შეფასდა საქართველოს მთავრობის პოლიტიკა ომით დაშორიშორებულ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენისა და ჩართულობის შესახებ. ხაზი გაესვა პროგრესის მიღწევის საჭიროებას ჟენევის მოლაპარაკებების ფარგლებში, მათ შორის ჰუმანიტარულ საკითხებზე.

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი