უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

12 დეკემბერი, 2016 15:55
font-size

ლონდონის სააპელაციო სასამართლოში პატარკაციშვილების ოჯახთან მიმდინარე დავა ვანო ჩხარტიშვილის გამარჯვებით დასრულდა

ამა წლის 9 დეკემბერს ლონდონის სააპელაციო სასამართლომ დაუშვებლად ცნო პატარკაციშვილების კომპანიების სარჩელი ვანო ჩხარტიშვილის წინააღმდეგ და ამით საბოლოოდ დაუსვა წერტილი იმ სამწლიან დავას, რომელიც არაკეთილსინდისიერი ძალების მიერ იქნა ინსპირირებული, აცნობეს მედიანიუსს ვანო ჩხარტიშვილის პრეს სამსახურიდან.

ვანო ჩხარტიშვილმა მოიგო ყველა სასამართლო პროცესი ოჯახთან როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში. პირველი საქმე , რომელიც ყველაზე ღირებულ სადაო აქტივს-ყულევის ტერმინალის აქციებს შეეხებოდა, დიდი ბრიტანეთის ვირჯინიის სასამართლოში 2013 წლის ოქტომბერში ვანო ჩხარტიშვილის გამარჯვებით დასრულდა. დავა წარიმართა ქართულ სასამართლოშიც, სადაც ვანო ჩხარტიშვილმა მოიგო როგორც პირველი , ასევე მეორე ინსტანცია.

ლონდონის სააპელაციო სასამართლომ, საფუძვლიანად განიხილა რა პატარკაციშვილების კომპანიების პრეტენზიები ვანო ჩხარტიშვილის წინააღმდეგ, დაუშვებლად მიიჩნია სარჩელი და გააუქმა ლონდონის პირველი ინსტაციის მოსამართლე პიტერ სმიტის გადაწყვეტილება. ცნობისთვის, ახლახანს პიტერ სმიტს, ინგლისის მოსამართლეთა კოლეგიამ არაეთიკური საქციელის, სამართლისა და სამართლიანობის არაადეკვატური აღქმისთვის შეუჩერა მოსამართლეობის უფლება. ლონდონის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არის საბოლოო, რადგან ზემდგომ უზენაეს კოლეგიაში, მხოლოდ ისეთი სამართლებრივი თემები განიხილება, რომლებიც განსაკუთრებულ საჯარო ინტერესს წარმოადგენს ან სამართლებრივად არ გააჩნია პრეცედენტი.

არ შეგვიძლია არ აღვნიშნოთ ის ფაქტიც, რომ მიუხედავად უსამართლო პრეტენზიებისა, დავის მთელი პერიოდის განმავლობაში, ჩვენი მხრიდან არასოდეს განხორციელებულა ქმედება, რომელიც ჩრდილს მიაყენებდა ბადრი პატარკაციშვილის ხსოვნას და მისი ოჯახის რეპუტაციას. იმედს ვიტოვებთ, ლონდონის სასამართლოს 9 დეკემბრის გადაწყვეტილების შემდეგ, ოჯახი შესაბამის ნაბიჯებს გადადგამს და ბოდიშს მოიხდის ვანო ჩხარტიშვილის დისკრედიტაციისა და ცილისმწამებლური მედია კამპანიებისთვის, რომელსაც ბოლო 4 წელი ატარებდნენ.

საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ პატარკაციშვილების ოჯახს მიტმასნილი თაღლითებისა და ცრუ მოწმეების ორგანიზებული ჯგუფი, რომლებიც გამოძალვისა და გამორჩენის მიზნით, შანტაჟსა და ფსიქოლოგიურ ტერორს აწარმოებდნენ ვანო ჩხარტიშვილის წინააღმდეგ, აუცილებლად მიიღებენ საკადრის პასუხს. ვანო ჩხარტიშვილი უახლოეს პერიოდში აპირებს სპეცილური ბრიფინგის ჩატარებას, სადაც საჯაროდ იქნება მხილებული ამ ჯგუფის წევრები და მათი კრიმინალური ქმედებები.

ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილისთვის ეს დავა, უპირველესად, იყო ღირსების საქმე და მოხარული ვართ, რომ სიმართლის დაცვა მსოფლიოს ყველაზე მიუკერძოებელ და ავტორიტეტულ ბრიტანულ სასამართლოში მოხდა, _ აცხადებს ვანო ჩხარტიშვილის პრესსამსახური.
NS

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს

24 მარტი, 2026 , 13:07

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე საქართველოდან

თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

24 მარტი, 2026 , 12:55

თბილისის საქალაქო სასამართლომ „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გადაწყვეტილების გამოცხადებას ელენე ხოშტარია არ დასწრებია. პოლიტიკოსი პროტესტის ნიშნად ასევე

ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო

23 მარტი, 2026 , 13:58

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო. ბრალდების მხარე დაკავებულ პოლიტიკოსს ადმინისტ

სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

23 მარტი, 2026 , 12:27

23 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი

შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს

17 მარტი, 2026 , 15:08

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, გასული ღამის განმავლობაში, აჭარაში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, „ქურდულ ს

დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს

17 მარტი, 2026 , 13:02

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გენერალური ინსპ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი