საზოგადოება
ლომჯარიას „ენჯეომ“ ბრიუსელისგან მყისიერად მილიონობით ლარის დაფინანსება მიიღო, ასეთი ფაქტები აძლიერებს ეჭვს, რომ ევროკავშირის გრანტები კორუფციული ინტერესით გაიცემა - შალვა პაპუაშვილი
სახალხო დამცველობისას, ნინო ლომჯარიამ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ყალბი დასკვნა შეადგინა, რომელიც საბაბად აიღო ბრიუსელმა, როდესაც ევროკავშირის ელჩი დემარშით გააგზავნა იუსტიციის მინისტრთან და სააკაშვილის მათთვის გადაცემა მოითხოვა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, სახალხო დამცველის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ, ნინო ლომჯარიამ შექმნა „ენჯეო“, რომელმაც ბრიუსელისგან მყისიერად მილიონობით ლარის დაფინანსება მიიღო.
„ამ ადამიანმა, სახალხო დამცველობისას, სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ყალბი დასკვნა შეადგინა, რომლითაც მისთვის სასჯელის მოხდის გადავადებას მოითხოვდა და სასჯელისგან მისი სრული გათავისუფლების შესაძლებლობასაც ხედავდა.
სწორედ მისი ყალბი დასკვნა აიღო საბაბად ბრიუსელმა, როდესაც ევროკავშირის ელჩი დემარშით გააგზავნა იუსტიციის მინისტრთან და სააკაშვილის მათთვის გადაცემა მოითხოვა.
სახალხო დამცველის პოსტიდან წასვლის შემდეგ ნინო ლომჯარიამ შექმნა ენჯეო, რომელმაც ბრიუსელისგან მყისიერად მილიონობით ლარის დაფინანსება მიიღო, კანონის დარღვევით ეს ფული საარჩევნო აგიტაციისთვის დახარჯა და, ახლა უკვე, 2024 წლის არჩევნებთან დაკავშირებით გააკეთა ცრუ შეფასებები.
სწორედ ასეთი ფაქტები აძლიერებს ეჭვს, რომ ევროკავშირის გრანტები კორუფციული ინტერესით გაიცემა და, რომ პოლიტიკური და ასევე ფინანსური კორუფციის მხილების შიში არის ის მთავარი მიზეზი, რომელიც ბრიუსელის მხრიდან გამჭვირვალობის კანონზე ასეთ წინააღმდეგობას განაპირობებს“, – წერს შალვა პაპუაშვილი.
საკვანძო სიტყვები:
მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას
23 მარტი, 2026 , 18:41
გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა
23 მარტი, 2026 , 16:44
მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო
23 მარტი, 2026 , 14:56
ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება
19 მარტი, 2026 , 15:15
ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია
19 მარტი, 2026 , 14:37
„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
19 მარტი, 2026 , 11:30


