უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

23 ივლისი, 2025 22:00
font-size

ლობიზმი არის ქრთამის ლეგალიზებული ფორმა და კონკრეტული კონგრესმენებიც იღებდნენ ამ ქრთამს, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობისგან“, ვისაც ფულს აძლევენ იქ და ვინც იხდის აქედან, ორივე ერთი კონკრეტული ძალის აგენტურაა, რასაც „გლობალურ ომის პარტიას“ ვუწოდებთ - ირაკლი კობახიძე

ლობიზმით ხდება იმის შეფუთვა, რასაც ჰქვია სინამდვილეში არალეგალური საქმიანობა; ვისაც აძლევენ ფულს იქ და ვინც იხდის აქედან ფულს, ორივე არის სინამდვილეში ერთი კონკრეტული ძალის აგენტურა, რასაც ჩვენ ვუწოდებთ „გლობალურ ომის პარტიას“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა "თავისუფალ სივრცეში" განაცხადა.

პრემიერის თქმით, ლობიზმი არის ქრთამის ლეგალიზებული ფორმა.

„ლობიზმი ერთი საქმეა, ეს არის ლეგალიზებული ქრთამი სინამდვილეში და კონკრეტული კონგრესმენებიც იღებდნენ ამ ქრთამს, მათ შორის, „ნაციონალური მოძრაობისგან“. მანამდეც ხდებოდა ასეთი რაღაცები, ტელეკომპანია „ფორმულა“ და ა.შ. ქრთამის მიცემა არის ჩვეულებრივი ამბავი, სამწუხაროდ. ეს არის ქრთამის ლეგალიზებული ფორმა. ეს არ არის აქ მთავარი, რეალურად, ლობიზმით ხდება იმის შეფუთვა, რასაც ჰქვია სინამდვილეში არალეგალური საქმიანობა. ვისაც აძლევენ ფულს იქ და ვინც იხდის აქედან ფულს, ორივე არის სინამდვილეში ერთი კონკრეტული ძალის აგენტურა, რასაც ჩვენ ვუწოდებთ „გლობალურ ომის პარტიას“. რომ ვახსენოთ კონკრეტული კონგრესმენები, ან კონკრეტული პოლიტიკოსები, რეალურად, ყველა ექვემდებარება მართვას ერთი კონკრეტული ცენტრიდან. ლობიზმიც არის ერთგვარი შეფუთვა ამისთვის, თუმცა ძალიან კარგია, რომ ამის ლუსტრაციაც გახდა შესაძლებელი კონკრეტული დოკუმენტების საფუძველზე, რომლებიც „ფარას“ კანონის მიხედვით გამოქვეყნდა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი