უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

12 ივნისი, 2017 15:00
font-size

ლიტვის დელეგაციის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, მხარეთა შორის ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის კომისიის ოქმი გაფორმდა

ლიტვის დელეგაციის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის კომისიის მე-4 სხდომის ოქმი გაფორმდა, რომელსაც ხელი მოაწერეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ და ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკევიჩუსმა.


როგორც მედიანიუსს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ოქმის მიხედვით, ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის კომისიის ფარგლებში, დელეგაციებმა საქართველო-ევროკავშირის თანამშრობლობის საკითხთა ფართო სპექტრი განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება პრიორიტეტულ სფეროებში ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობათა გაღრმავების საკითხებს დაეთმო. მხარეებმა ასოცირების შესახებ შეთანხმების, მათ შორის, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის კომპონენტის, ასევე ზოგადად აღმოსავლეთ პარტნიორობით გათვალისწინებული ყველა შესაძლებლობის ათვისების აუცილებლობაზე იმსჯელეს.

ოქმში აღნიშნულია, რომ მხარეებმა აგრეთვე 24 ნოემბერს ბრიუსელში დაგეგმილ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტზე ისაუბრეს. აღინიშნა სამიტის წარმატების მნიშვნელობა, რომელიც ხელს შეუწყობს ევროკავშირსა და პარტნიორებს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცებას. დელეგაციებმა ასევე მოსაზრებები გაცვალეს საქართველოს მოლოდინებზე სამიტთან მიმართებაში.

იქვე ნათქვამია, რომ მხარეებმა ხაზი გაუსვეს სავიზო ლიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულებას, რაც საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის დღის წესრიგის უმნიშვნელოვანესი შედეგი და საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმების აღიარებაა.

დოკუმენტის მიხედვით, დელეგაციებმა განსაკუთრებული აქცენტი გააკეთეს ნატოსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე და აღნიშნეს, რომ ნატოში საქართველოს გაწევრიანება ხელს შეუწყობს საერთო ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცებას. საქართველოს მხარემ დაადასტურა, რომ ნატოს წევრობა საქართველოს საგარეო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტია, რომლის მიღწევასაც საქართველო წლიური ეროვნული პროგრამით განსაზღვრულ სფეროებში რეფორმების განხორციელების გზით გეგმავს. დელეგაციებმა დაადასტურეს, რომ საქართველოს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი გააჩნია, რომელიც ქვეყანას ნატო-ს წევრობისთვის ამზადებს და რომ ლიტვა მხარს უჭერს საქართველოს სვლას ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე.

დოკუმენტის ნაწილი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას ეხება. კერძოდ, ნათქვამია, რომ საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიტვის მხარეს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებასთან დაკავშირებით, მათ შორის, ადამიანის უფლებათა დარღვევების თვალსაზრისით. ლიტვის დელეგაციამ, თავის მხრივ, შეშფოთება გამოხატა საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მიმდინარე ოკუპაციასთან დაკავშირებით და დაგმო რუსეთის მხრიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეთნიკური ქართველების დისკრიმინაცია, გამშვები პუნქტების ჩაკეტვა, ხელოვნური ბარიერების აღმართვა და მიმდინარე მილიტარიზაციის პროცესი. ლიტვის მხარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი პოზიცია საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით ურყევია.

ოქმის ნაწილი ორი ქვეყნის სავაჭრო და ეკონომიკურ პოტენციალს ეთმობა. დოკუმენტის მიხედვით, მხარეებმა მზადყოფნა გამოთქვეს ითანამშრომლონ ევროპას, ცენტრალურ აზიასა და ჩინეთს შორის სატრანსპორტო გადაზიდვების გაძლიერების მიმართულებით და „ვიკინგ“ პროექტის ტრასეკასთან დაკავშირების პერსპექტივაზე გაამახვილეს ყურადღება.

ოქმის დასასრულს აღნიშნულია, რომ ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის კომისიის მომდევნო სხდომა ლიტვაში, 2018 წელს გაიმართება.

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი