პოლიტიკა
ლიტვაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ტიხრული მინანქრის გამოფენა მოეწყო
ქ. ვილნიუსში, ლიტვის მხატვართა კავშირის გალერეაში ქართული ტიხრული მინანქრის გამოფენა „საქართველოს ფერები“ გაიხსნა.
გამოფენა საქართველოს დამოუკიდებლობის დღის ღონისძიებების ფარგლებში გაიმართა და იგი საქართველოს ელჩმა ლიტვის რესპუბლიკაში ხათუნა სალუქვაძემ და გალერეის ხელმძღვანელმა დოვილე ტომკუტემ გახსნეს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიების მიმდინარეობისას, ქართველმა მხატვარ-დიზაინერებმა მოწვეულ სტუმრებს გააცნეს თავიანთი შემოქმედება და ქართული ტიხრული მინანქრის ტრადიციის შესახებ ესაუბრნენ.
გამოფენის გახსნას დაესწრნენ ლიტვის ოფიციალური პირები, ვილნიუსში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, მედიის წარმომადგენლები და სხვა საპატიო სტუმრები. ღონისძიების დახურვისას გაიმართა ფურშეტი, სტუმრებმა დააგემოვნეს ქართული ღვინო და ნუგბარი.
ლიტვაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ტრადიციულად ღონისძიებების სერიით აღინიშნება. 25 მაისს ქ. ვილნიუსის თბილისის სახელობის სკვერში გაიმართება ქართულ-ლიტვური პოეზიის ფესტივალი „პოეზიის გაზაფხული“. ასევე, ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართება ქართული სამზარეულოს დღე და „ქართული სადილი“. ხოლო საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს საქართველოს საელჩო უმასპინძლებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას. გარდა ამისა, ამავე დღეს მთელი დღის განმავლობაში, საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ვილნიუსის ცენტრალურ გამზირზე, ლიტვის ეროვნული ბიბლიოთეკის შენობის ფასადზე, ლიტვის პარლამენტის გვერდით, გადმოიფინება საქართველოს გიგანტური დროშა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


