პოლიტიკა
ლისაბონში საქართველოს პრეზიდენტის პატივსაცემად ოფიციალური სადილი გაიმართა
ლისაბონში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის პატივსაცემად, პორტუგალიის პრეზიდენტის მარსელო რებელო დე სოუზას სახელით, ოფიციალური სადილი გაიმართა.
ოფიციალურ სადილს ლისაბონში, აჟუდას ეროვნულ სასახლეში საქართველოს პრეზიდენტი დელეგაციასთან ერთად დაესწრო.
სადილზე საქართველოსა და პორტუგალიის პრეზიდენტებმა ორი ქვეყნის მეგობრობის სადღეგრძელო შესვეს. გიორგი მარგველაშვილმა ყურადღება გაამახვილა ქართულ-პორტუგალიური დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილეზე.
„დღეს მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნების ურთიერთობაში. წელს ჩვენი ქვეყნები დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილეს აღნიშნავენ და ეს ვიზიტი ჩვენი ქვეყნების მეგობრობისა და პარტნიორობის კიდევ ერთი თვალსაჩინო დასტურია.
მოხარული ვარ, რომ დღევანდელ დღეს ჩვენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით ჩვენი ქვეყნების თანამშრომლობის გაღმავებისა და განვითარებისათვის. მინდა განვაცხადო, რომ ჩვენ ურთიერთობის ახალ ეტაპს ვიწყებთ, რომელიც მრავალი სიკეთის მომტანი იქნება ჩვენი ქვეყნებისათვის“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
პორტუგალიის პრეზიდენტმა ქართველი და პორტუგალიელი ხალხის ისტორიულ და კულტურულ კავშირებზე ისაუბრა და კიდევ ერთხელ დააფიქსირა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა.
საქართველოს პრეზიდენტი პორტუგალიას ოფიციალური ვიზიტით 1-ელ ოქტომბერს ეწვია.

საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


