პოლიტიკა
ლევან ვასაძემ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვა - კახა კუკავა
პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა კახა კუკავამ განაცხადა, რომ ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ მის შემოთავაზებაზე, გახდეს საპრეზიდენტო კანდიდატი, უარი თქვა.
„ლევან ვასაძემ უარი თქვა საპრეზიდენტო კანდიდატობაზე. ლევან ვასაძე არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს.
ახლა ჩვენ რამდენიმე პარტიასთან გვაქვს კონსულტაციები. ვინ იქნება კანდიდატი, ამაზე კონსულტაციებს 2 დღეში დავამთავრებთ. ვისთან გვაქვს კონსულტაციები? ამას არაუგვიანეს ორშაბათისა ვიტყვით", - უთხრა კუკავამ „აიპრესს“.
კითხვაზე, ხომ არ გაემიჯნა ის ნინო ბურჯანაძეს, კუკავამ უპასუხა, რომ მასთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა აქვს.
„როგორ არა, არაჩვეულებრივი ურთიერთობა გვაქვს, მაგრამ აქ საუბარი არის პრეზიდენტობის კანდიდატი ვინ იქნება“, - თქვა კუკავამ.
არის თუ არა ამ კონსულტაციებში ჩართული ნინო ბურჯანაძე, ეს კითხვა კუკავამ უპასუხოდ დატოვა.
„მოდით, ორშაბათამდე არ ვიტყვი. ალბათ ურჩევნია ყველას, რომ თვითონ თქვას“, - თქვა კახა კუკავამ და აღნიშნა, რომ კონსულტაციებში სულ 4 პარტიაა ჩართული.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


