პოლიტიკა
ლევან ვარშალომიძე პროკურატურას მიმართავს
ნაციონალური მოძრაობის აჭარის საარჩევნო სიის პირველი ნომერი, ლევან ვარშალომიძე პროკურატურას მიმართავს და მოუწოდებს შეისწავლოს ის ვიდეომასალა, სადაც არჩევნებზე იკვეთება „არა მხოლოდ ადმინისტრაციული, არამედ სისხლის სამართლის დანაშაული“.
როგორც ვარშალომიძემ ბრიფინგზე აღნიშნა, ნაციონალურმა მოძრაობამ საარჩევნო უბნებზე დაშვებული შეცდომების, დარღვევებისა და რიგ შემთხვევაში დანაშაულის შემცველი ფაქტები შეისწავლა და ოლქს რამდენიმე ათეული საჩივრით მიმართა.
მისი თქმით, დაფიქსირებული ფაქტები, ოლქმა შეაფასა, როგორც “პროცედურული დარღვევა” და სხვა რეაგირება ფაქტებს არ მოჰყოლია.
„გასაჯაროებულ კადრებში, არსებობს რამოდენიმე ფაქტი, რომლითაც პროკურატურა, ჩვენი მიმართვის ან საჩივრის გარეშე უნდა დაინტერესებულიყო, თუმცა მათი მხრიდან არანაირი რეაგირება არ ყოფილა. სწორედ ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება, ამ ვიდეო მასალებით მივმართოთ პროკურატურას, მოვითხოვოთ ამ ორგანოს დაინტერესება, რათა მოხდეს სამართლებრივი ზომების მიღება“,-განაცხადა ლევან ვარშალომიძემ.
მონიკა დვალიანიძე
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


