უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

27 ოქტომბერი, 2025 12:42
font-size

ლევან ცუცქირიძემ თანაგუნდელებთან ერთად „დემოკრატიული წინააღმდეგობის ახალი ეტაპის 10-პუნქტიანი გეგმა“ წარადგინა

მოძრაობა „თავისუფლების მოედნის“ ლიდერმა, ლევან ცუცქირიძემ, თანაგუნდელებთან ერთად, „დემოკრატიული წინააღმდეგობის ახალი ეტაპის 10-პუნქტიანი გეგმა“ წარადგინა.

ცუცქირიძის თქმით, ეს არის ის ათი კონკრეტული ნაბიჯი, რომელსაც ჩვენ გადავდგამთ იმისათვის, რომ ჩვენი წინააღმდეგობა კიდევ უფრო გაძლიერდეს და განვითარდეს.

“თავისუფლების მოედანი ვთვლით, რომ ჩვენი წინააღმდეგობა ამ ავტორიტარულ რეჟიმთან ახალ ეტაპზე უნდა გადავიდეს. გვინდა წარმოგიდგინოთ, ჩვენი ხედვის 10 კონკრეტული ნაბიჯი, რომელიც ვფიქრობთ, რომ კიდევ უფრო დაგვაახლოებს საბოლოო წარმატებასთან.

1.ჩვენ თანამოაზრეებთან და თანამებრძოლებთან ერთად ვიწყებთ მთელი საქართველოს და თბილისის სხვადასხვა უბნის შემოვლას, რათა კიდევ უფრო მეტ ადამიანთან მივიტანოთ სიმართლე და ხელი შევუწყოთ საუბნო და სამოქალაქო საბჭოების ჩამოყალიბებას;

2.იმის დასტურად, რომ შეგვიძლია, რეალური და ძლიერი ალტერნატივის ფორმირება, წლის ბოლოს თანამოქალაქეებთან და თანამებრძოლებთან ერთად მოვიწვევთ მასშტაბურ სამოქალაქო ყრილობას, სადაც ვიმსჯელებთ ბრძოლის შემდგომ ნაბიჯებზე და ასევე მხარს დავუჭერთ გარდამავალი პერიოდის ხედვასა და გეგმას;

3.უახლოეს 30 დღეში „თავისუფლების მოედანი“ წარმოვადგენთ თავისუფლების პროგრამას საქართველოსთვის, რომელშიც განხილული და ასახული იქნება ყველა ის მნიშვნელოვანი რეფორმა და ნაბიჯი, რომელიც უნდა გადაიდგას გარდამავალ პერიოდში ავტორიტატიზმისგან დემოკრატიის აღდგენის პერიოდში;

4.უახლოეს 30 დღეში წარმოვადგენთ საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების განახლებულ დოქტრინას, რომელიც წლების განმავლობაში არ განუახლებია „ოცნებას“, იმის მიუხედავად, რომ სულ მშვიდობაზე საუბრობს და ვაჩვენებთ საზოგადოებას ჩვენს ხედვას, როგორც ეროვნული, ისე საერთაშორისო მასშტაბით თუ როგორ უნდა დავიცვათ მშვიდობა და განვამტკიცოთ სტაბილურიბა;

5.უახლოესი დღეების განმავლობაში ეტაპობრივად წარმოგიდგენთ „თავისუფლების მოედნის“ გუნდის იმ წევრებს, რომლებსაც მიგვაჩნია, აქვთ შესაძლებლობა, გამოცდილება, ცოდნა და პროფესიონალიზმი იმისთვის, რომ ჩაიბარონ ქვეყნის მართვისთვის მნიშვნელოვანი საკითხები და სფეროები;

6.იმისთვის, რომ შევასრულოთ საზოგადოებისთვის მიცემული პირობები და ვერავინ გაბედოს საზოგადოებასთან დადებული შეთანხმების დარღვევა, ვიწეყებთ საჯარო კამპანიას ხელმოწერების შესაგროვებლად ლუსტრაციის კანონის მხარდასაჭერად, რომელიც იქნება ერთ-ერთი პირველი კანონი, რომელსაც „თავისუფლების მოედანი“ ახალ დამოუკიდებელ პარლამენტში წარადგენს;

7.საერთაშორისო მხარდაჭერის გასაძლიერებლად და საზღვარგარეთ ჩვენი დიასპორის უფრო აქტიურად ჩასართავად საქართველოში დემოკრატიის გადარჩენის საქმეში ვიწყებთ მუშაობას, რომ დავაარსოთ დემოკრატიის ეროვნული ფონდი და მხარი დავუჭიროთ დემოკრატიისთვის ბრძოლას საქართველოში;

8.„ოცნებაზე“ საერთაშორისო ზეწოლის გასაძლიერებლად და ჩვენი საერთო ძალისხმევის უკეთესი კოორდინაციისთვის ჩვენს პარტნიორებს სხვადასხვა პოლიტიკური პარტიიდან, საქართველოს მე-4 და მე-5 პრეზიდენტებს, ყოფილ დიპლომატებს ვთავაზობთ, ერთობლივად დავაფუძნოთ საგარეო პოლიტიკის საბჭო, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენი პოზიციებისა და პოლიტიკის ერთობლივ შემუშავებას და წარდგენას საერთაშორისო ასპარეზზე;

9.იმისთვის, რომ გავაძლიეროთ დემოკრატიისთვის ბრძოლაში ჩვენი მხარდაჭერა და საქართველოს საკითხის საერთაშორისო დღის წესრიგში კიდევ უფრო გაძლიერებას და მაღლა წაწევას შეუწყოს ხელი, დავიწყეთ მუშაობა ჩვენ ევროპელ პარტნიორებთან ერთად, რათა დაარსდეს მუდმივმოქმედი საერთაშორისო, მაღალი დონის კონფერენცია საქართველოში მიმდინარე კრიზისის შესახებ, სადაც უმაღლეს დონეზე რეგულარულად იქნება განხილული, რა უნდა გაკეთდეს საქართველოს შესახებ;

10.გამჭვირვალობის, საჯაროობის, ანგარიშვალდებულების ხაზგასასმელად ყოველ სამშაბათს აქ, თსუ-სთან ჩავაბარებთ ანგარიშს ხალხს“, – განაცხადა ლევან ცუცქირიძემ.

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი