სამართალი
ლევან როსტოშვილს და მსახიობ ლაშა კურტანიძეს სასჯელის ვადა შეუმცირდათ
ნარკოდანაშაულისთვის მსჯავრდებულ ტელეწამყვან ლევან როსტოშვილთან და მსახიობ ლაშა კურტანიძესთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა, რომლის საფუძველზეც ორივე მათგანს სასჯელის ვადა შეუმცირდა.
ინფორმაცია საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბარში ადვოკატმა მალხაზ სალაყაიამ დაადასტურა.
ადვოკატის განმარტებით, დღეს სააპელაციო სასამართლოში შედგა განხილვა, სადაც გაფორმდა საპროცესო შეთანხმება, რომლის მიხედვითაც რეალური სასჯელის ვადათ ლაშა კურტანიძეს ერთი, ხოლო ლევან როსტოშვილს კი სამი წელი განესაზღვრათ. მათვე დაეკისრათ 40 ათასი ლარი ჯარიმის გადახდა და პირობითი სასჯელი, კურტანიძის შემთხვევაში სამი წელი და როსტოშვილის შემთხვევაში ოთხი წელი.
ცნობისათვის, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ლევან როსტოშვილს 8 წლით, ხოლო მსახიობ ლაშა კურტანიძეს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.
ლევან როსტოშვილი და ლაშა კურტანიძე მიმდინარე წლის 5 მაისს დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, როსტოშვილსა და კურტანიძეს 42.9524 გრამი ნარკოტიკული საშუალება MDMA აღმოაჩნდათ.
მათ წინააღმდეგ საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით, რაც ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადებას, წარმოებას, შეძენას, შენახვას, გადაზიდვას, გადაგზავნას ან გასაღებას ითვალისწი
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


