პოლიტიკა
ლევან ყიფიანის ჩვენება დაახლოებით იგივეა, შოთა რუსთაველის წინააღმდეგ ჩვენება მივცე, „ვეფხისტყაოსანი“ ჩემი დაწერილია და იმან მომპარა-მეთქი - გია ხუხაშვილი
ბიძინა ივანიშვილის ყოფილმა მრჩეველმა, ანალიტიკოსმა გია ხუხაშვილმა „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე საუბრისას განაცხადა, რომ ეს საქმე საქართველოს სამართლის ფარგლებს სცილდება. ლევან ყიფიანის მიერ მიცემული ჩვენება ხუხაშვილმა ფანტასტიკურ სიუჟეტს შეადარა. მისივე თქმით, ყიფიანის ჩვენება ამ ჯგუფის კომპრომიტირებას ნიშნავს. ხუხაშვილისთვის გაუგებარი აღმოჩნდა, რატომ ამტკიცებს ყიფიანი, რომ ტანი მისია, ხოლო თავი - არა.
„ამის კომენტირება უკვე ძალიან მძიმეა. ხელისუფლება, ჩემი აზრით, ძალიან დიდ შეცდომებს უშვებს, რადგან ცდილობს, ეს ყველაფერი სამართლებრივად და კარგ შემთხვევაში ვიღაცას ბრალდებები იქით შეუტრიალოს. იმაზე არავინ არ ფიქრობს, რომ ეს საქმე საქართველოს სამართლის ფარგლებს სცილდება და ძალიან მძიმე პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი განზომილება აქვს.
ამ სამ ასპექტში აბსოლუტურ კატასტროფაში შედიან. აბსოლუტურად ფანტასტიკურ სიუჟეტებს ვისმენთ. დაახლოებით ასეა, ახლა მე რომ შოთა რუსთაველის წინააღმდეგ ჩვენება მივცე, „ვეფხისტყაოსანი“ ჩემი დაწერილია და იმან მომპარა-მეთქი. სამართალდამცავი სისტემა თავს ძალიან რთულ სიტუაციაში იგდებს, როდესაც ამ ყველაფერზე თავს უქნევს“, - უთხრა ხუხაშვილმა „რეზონანსს“.
ექსპერტის თქმით, მას რჩება შთაბეჭდილება, რომ „ომეგას“ სკანდალს ბიძინა ივანიშვილიც იზიარებს, თუმცა არ ესმის, რატომ იღებს ექს-პრემიერი ამ პასუხისმგებლობას. ხუხაშილის აზრით, ბიძინა ივანიშვილი ამ საქმესთან არაფერ შუაში არაა, რის გამოც გაუჩნდა კითხვა „მაშინ რა გამოდის, ივანიშვილი ამ ყველაფრის მძევალია?“.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


