პოლიტიკა
ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, ის სუს-ის თანამშრომლებმა სცემეს
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ხაბეიშვილის ინფორმაციით, მას სამართალდამაცავეებმა სცემეს. ამის შესახებ მან რუსთავი 2-ის პირდაპირ ეთერში განაცხადა.
„მომეპარნენ სუს-ის თანამშრომლები აქციიდან. როცა მერიის შენობაში შევყავდი, იძახოდნენ, დავსაჯოთ, დავსაჯოთ და ბიძინა ივანიშვილის ის ტიტუშკები, რომლებიც შიგნით იყვნენ, საპატრულო პოლიციის წინ ვინც იდგნენ, ფიზიკურად გამისწორდნენ . მათ შორის თავში, მგონი, მეტყობა სისხლჩაქცევები, ასევე გვერდში“, - თქვა ხაბეიშვილმა.
ხაბეიშვილის ვარაუდით, ის პირები, ვინც მას სცემდნენ, სამოქალაქო სამოსში გადაცმული სუს-ის თანამშრომლები იყვნენ.
დედაქალაქის მერიასთან ამ დრომდე დაძაბულობაა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები დავით ნარმანიასთან 4-კაციანი დელეგაციის თბილისის მერიაში შეყვანას ითხოვენ. მერიას პასუხი ჯერჯერობით არ გაუცია. მერიასთან გაძლიერებულია პოლიცია.
რამდენჯერმე სიტუაცია დაიძაბა პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის. სამართალდამცავეებმა ენმ-ის მხარდამჭერები გზის სავალ ნაწილზე გადაიყვანეს. შემდგომ იმის გამო, რომ ამ გადაწყვეტილებამ შარტავას ქუჩის გადაკეტვა გამოიწვია, პოლიციამ ძალის გამოყენებით დაატოვებინა აქციის მონაწილეებს გზა.
შეგახსენებთ, აქცია 2 საათზე დაიწყო. ენმ მის მხარდამჭერებთან ერთად აპროტესტებს თბილისის საკრებულოს 29 სექტემებრის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად ბიძინა ივანიშვილს პუშკინის სკვერთან და თაბორის მთაზე მიწის ნაკვეთები გადაეცა.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


