პოლიტიკა
ლევან იზორია ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნების დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრებს განაგრძობს. დღეს, ლევან იზორიამ საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ტომას პერნიკს უმასპინძლა. შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, ლელა ჩიქოვანი დაესწრო.
ოფიციალური ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მთავარი განსახილველი თემები თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები იყო. ლევან იზორიამ ჩეხ დიპლომატს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკურ სტრუტურებში ინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. თავდაცვის მინისტრმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესში ჩეხეთის მხარდაჭერა და ჩეხი ექსპერტის მოვლინების მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნა. „გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრა. განვიხილეთ ორმხრივი თანამშრომლობის კონკრეტული ასპექტები. ჩეხეთი ძალიან აქტიურობს თავდაცვის სფეროში, კერძოდ, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის კუთხით. მომავალ წელს ველოდებით მნიშვნელოვან ვიზიტს, კერძოდ, თავდაცვის მინისტრის ვიზიტი განხორციელდება. სწორედ ამ ვიზიტის ფარგლებში, მომავალში ჩვენ დავგეგმავთ ჩვენი თანამშრომლობის უფრო მაღალ ხარისხში აყვანის საკითხებს“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
საუბარი შეეხო ასევე, ორ ქვეყანას შორის სამხედრო მრეწველობის სფეროში არსებულ ურთიერთობასა და 2017 წლის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმას, რომელზე მუშაობაც მიმდინარეობს. შეხვედრაზე ჩეხეთის რესპუბლიკის თავდაცვის ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი შტეფან გრივალსკი და ელჩის მოადგილე ჯირი პრეკლიკი იმყოფებოდნენ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


