პოლიტიკა
ლევან დავითაშვილი IFAD-ის საქართველოს პროგრამების ხელმძღვანელს შეხვდა
სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) საქართველოს პროგრამების ხელმძღვანელს, დინა სალეჰს შეხვდა.
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში მეცხოველეობის განვითარების ახალი პროექტის შემუშავებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, პროექტის ფარგლებში გათვალისწინებული იქნება ჯიშთა აღდგენის, ხელოვნური განაყოფიერების, საძოვრების რაციონალური გამოყენების და ამ კუთხით ტექნიკური დახმარების კომპონენტები.
მინისტრის განცხადებით, აღნიშნული პროექტი, მთავრობის მიერ დამტკიცებულ „მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალური გამოყენების სახელმწიფო პროგრამასთან“ ერთად, მაქსიმალურად შეუწყობს ხელს როგორც მეცხოველეობის დარგის განვითარებას, ასევე მაღალმთიანი რეგიონებიდან მოსახლეობის მიგრაციის შეჩერებას.
სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე ესწრებოდა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


