საზოგადოება
ლევან დავითაშვილი GIPA-ს სტუდენტებს შეხვდა
თბილისი. მედიანიუსი. 22.02.20. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მაგისტრანტებს შეხვდა, - ამის შესახებ „მედიანიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.
„მინდა, მადლობა გადავუხადო GIPA-ს, რომელმაც მნიშვნელოვანი სასწავლო პროგრამები შეიმუშავა. თქვენი სახით გარემოს დაცვის სფეროს დიდი გულშემატკივრები, მხარდამჭერები და პროფესიონალები შეემატება, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში. გარემოსდაცვითი მენეჯმენტისა და პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულების გარკვეული ნაწილი ახლა უკვე ჩვენი სამინისტროს გუნდის წევრია. ამ მიმართულებით თანამშრომლობა, თქვენი პროგრამის სტუდენტების სტაჟირება და პრაქტიკული გამოცდილების მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ 2016 წლიდან, სამინისტროს ინიციატივით, „გარემოსდაცვითი მენეჯმენტისა და პოლიტიკის” სამაგისტრო პროგრამა შეიქმნა და დაინერგა საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA), სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით.
სამაგისტრო პროგრამის „გარემოსდაცვითი მენეჯმენტი და პოლიტიკა“ მიზანია გარემოსდაცვითი მმართველობისა და პოლიტიკის სფეროში მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადება, რომლებიც წარმატებით იმუშავებენ როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორში სხვადასხვა კვლევით, აკადემიურ თუ მენეჯერულ თანამდებობებზე, რომელთა ფუნქციებში და მოვალეობებში შედის გარემოსდაცვითი მმართველობის საკითხებზე მუშაობა.
დღეისათვის, კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელი 100%-ია და ყველა მათგანი დასაქმებულია გარემოსდაცვით სფერში. მათი ნაწილი მუშაობს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულში.
საკვანძო სიტყვები:
მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას
23 მარტი, 2026 , 18:41
გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა
23 მარტი, 2026 , 16:44
მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო
23 მარტი, 2026 , 14:56
ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება
19 მარტი, 2026 , 15:15
ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია
19 მარტი, 2026 , 14:37
„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
19 მარტი, 2026 , 11:30


