პოლიტიკა
ლევან დავითაშვილი აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა
სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) შესაძლებლობების განვითარების ოფისის სურსათით უზრუნველყოფის განყოფილების ანალიტიკოსს, ტომას სზუმანსკის შეხვდა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, USDA-ის წარმომადგენელმა საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრს აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის პროგრამა Food For Progress გააცნო. როგორც ტომას სზუმანსკიმ აღნიშნა, პროგრამის მიზანი განვითარებად ქვეყნებში აგრარული სექტორის გაძლიერების ხელშეწყობაა.
შეხვედრაზე ლევან დავითაშვილმა ვრცლად ისაუბრა სოფლის მეურნეობის განვითარების მხარდამჭერი პროგრამების და სოფლის განვითარების სტარტეგიის შესახებ. მინისტრმა ბაზრების დივერსიფიკაციის და საექსპორტო პოტენციალის მქონე პროდუქტების წარმოების ზრდის მნიშვნელობაზე, ასევე ევროკავშირის ბაზარზე ცხოველური წარმოშობის პირველი ქართული პროდუქტის, თაფლის ექსპორტის შესაძლებლობის საკითხზე გაამახვილა ყურადღება.
როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში აგრარულ სექტორში განხორციელებული ინვესტიციების მოცულობა მკვეთრად გაიზარდა, განვითარდა არაერთი დარგი და მიმართულება. მიუხედავად ამისა, ქვეყანაში სოფლის მეურნეობის სექტორს სტიმულირება და ხელშეწყობა კვლავ სჭირდება. მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოში ხორბლის წარმოების და საირიგაციო ინფრასტრუქტურის განვითარების მნიშვნელობას და აღნიშნული მიმართულებით აშშ-ისთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.
როგორც ტომას სზუმანსკიმ შეხვედრაზე აღინიშნა, საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარების დიდ პოტენციალი არსებობს და USDA კვლავ გააგრძელებს საქართველოსთან თანამშრომლობას და დარგის განვითარების ხელშეწყობას.
სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას USDA-ის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


