სამართალი
ლევან ჩაჩუა გამართლდებოდა თუ გამტყუნდებოდა, ამით არ იცვლებოდა ზურას და უსუპოვის გარდაცვალების გარემოებები - გოგლა ჟვანია
გარდაცვლილი პრემიერის, ზურაბ ჟვანიას ძმა გოგლა ჟვანია უზენაესი სასამართლოს მიერ სააპელაციო სასამართლოს იმ გადაწყვეტილების ძალაში დატოვებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, ექსპერტი ლევან ჩაჩუა უდანაშაულოდ ცნეს.
,,ჩაჩუას დასკვნაში უწერია, რომ თავის ქალა არის სუფთა. ამ დროს ამ დოკუმენტებში აშკარად ჩანს, რომ როგორც მინიმუმ, სუფთა არ არის. სიტყვა სუფთა არ უნდა დაეწერა. რატომ არ მოხდა ამ მტკიცებულებების გაზიარება სასამართლოს მიერ, მე ვერ გეტყვით. მე ჩაჩუას პროცესს არასდროს დავსწრებივარ. ეს არ არის ჩემთვის პრიორიტეტი, იმიტომ, რომ ჩაჩუა გამართლდებოდა თუ გამტყუნდებოდა, ამით არ იცვლებოდა ზურას და უსუპოვის გარდაცვალების გარემოებები. იმიტომ, რომ ჩაჩუა ჩაერთო საქმეში მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც აღარც ზურა იყო ცოცხალი და აღარც უსუპოვი. ის გამოიჩენდა გულგრილობას თავის ექსპერტიზის დროს, თუ არ გამოიჩენდა, ამით არაფერი არ იცვლება იმ გარემოებებში, რამ გამოიწვია ზურას და უსუპოვის გარდაცვალება’’, - განაცხადა გოგლა ჟვანიამ დღევანდელ ბრიფინგზე.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


