პოლიტიკა
ლეონიდ კალაშნიკოვი 2013 წელს ქვეყანაში არ შემოვუშვით როგორც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრიც კი - თინა ხიდაშელი
„ლეონიდ კალაშნიკოვი საქართველოში გეგმავს ჩამოვლასო. მერე რომ არ თქვან არ ვიცოდითო, ლეონიდ კალაშნიკოვი ის კაცია, რომელიც „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონის დარღვევის გამო, 2013 წელს თედო ჯაფარიძის და ჩემი რეკომენდაციით და მაშინდელი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში არ შემოვუშვით არა როგორც რუსი დეპუტატი, არამედ როგორც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრიც კი“, - ასე გამოეხმაურა თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინათინ ხიდაშელი რუსი დეპუტატების შესაძლო ჩამოსვლის შესახებ გავრცელებული ინფორმაციას.
„მაშინ არც კი უფიქრია მაშინდელ პრემიერს, როდესაც ვითარება გავაცანით, მიუხედავად იმისა, რომ პროცედურულად სანქციას დაგვადებდა ევროსაბჭო, მაშინვე დაგვთანხმდა. იმედია, არაფერი შეიცვლება დღეს“, - წერს ყოფილი თავდაცვის მინისტრი„facebook“-ის საკუთარ გვერდზე.
ცნობისათვის, რუსეთის სახელმწიფო დუმა-ს დსთ-ს ქვეყნების კომიტეტის თავმჯდომარე ლეონიდ კალაშნიკოვმა განაცხადა, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ მოწვევით, რუსეთის დუმას დეპუტატებისგან შემდგარი დელეგაცია საქართველოში ჩამოვა, რასაც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე კრიტიკულად გამოეხმაურა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


