სამართალი
„ლელო საქართველოსთვის“ ლიდერებმა პროკურატურას მიმართეს
„ლელო საქართველოსთვის“ ლიდერებმა გიგლა მიქაუტაძემ, ანა ნაცვლიშვილმა და საბა ბუაძემ გენერალურ პროკურატურას ეკონომიკის ყოფილი მინისტრის, გიორგი ქობულიას სატელევიზიო ინტერვიუს საფუძველზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართეს და უწყებაში შესაბამისი განცხადება შეიტანეს. ამის შესახებ “მედიანიუსს” პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს.
მათი ცნობით, ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა გიორგი ქობულიამ პირდაპირი მინიშნება გააკეთა სახელმწიფო კომპანიებში არსებულ სისტემურ კორუფციაზე და სქემებზე, რაზეც, ასევე, დიდი ხანია საუბრობს პარტია „ლელო საქართველოსთვის“.
„ლელოს“ ლიდერების განცხადებით, საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის საფუძველზე, გენერალური პროკურატურა ვალდებულია ყოფილი მაღალი თანამდებობის პირის მიერ მასმედიით გაჟღერებულ კორუფციულ სქემასთან დაკავშირებით აწარმოოს გამოძიება. ამგვარად, გამოძიების წარმართვა პროკურატურის არა დისკრეციული უფლებამოსილება, არამედ კანონისმიერი ვალდებულებაა.
„ასობით სახელმწიფო საწარმო წარმოადგენს რეალურად ნეპოტიზმისა და კორუფციის წყაროს, წლებია, ამაზე საუბრობს არასამთავრობო სექტორი. ამაზე საუბარი ჩვენ, „ლელომ“ შექმნის პირველივე დღეს დავიწყეთ.
ორი დღის წინ ეკონომიკის ყოფილი მინისტრის ინტერვიუში პირდაპირ მოვისმინეთ საუბარი ჩინოვნიკებზე, რომლებიც სარგებელს იღებენ ამ კორუფციული სქემებიდან და ამაზე რეაგირება არის ნული. ეს უნდა დასრულდეს ოქტომბერში.
ხელისუფლება შეიცვლება და ყველა ეს სქემა ჩამოიშლება და სახელმწიფო საწარმოები მოემსახურება ეკონომიკას. მათი დიდი ნაწილის პრივატიზება მოხდება, ხოლო ის საწარმოები, რომელიც დარჩება სახელმწიფოს ხელში, იქნება მოგებაზე ორიენტირებული და სახელმწიფო ბიუჯეტი მათგან მიიღებს სარგებელს“, - განაცხადა გიგლა მიქაუტაძემ.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


