უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

18 ოქტომბერი, 2017 13:05
font-size

ლელა ქებურიამ სოფელ ეგრეტის ინციდენტში მონაწილე პირები დაასახელა

„ევროპული საქართველოს“ ზუგდიდის მერობის კანდიდატმა ლელა ქებურიამ გუშინ, ეგრეტის იცნიდენტში მონაწილე პირები დაასახელა.

როგორც ქებურიამ ბრიფინგზე აღნიშნა, მის ქმარს და პარტიის აქტივისტებს „ქართული ოცნების“ ერგეტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზვიად ყორშია და შტაბის წევრები რუბენ შელია, კუკური შელია, როინი მიქაია, მამუკა სიჭინავა, ნიკა მაქაცარია და დავით კოდუას მამა - ოთარ კოდუა დაესხნენ თავს.

„ყველამ კარგად იცით, როგორ განვითარდა მოვლენები. ჩვენ სამ ქალს კოდუამ გვიწოდა ზონდერები. მაშინ, როდესაც მთავარი ზონდერი გოგია და კოდუას მამა-ოთარ კოდუა არიან, რომელმაც ხელი დაარტყა ალექსანდრე ღვინჯილიას. გუშინდელ ინციდენტში მონაწილეობდნენ „ქართული ოცნების“ ერგეტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზვიად ყორშია, ასევე, მმართველი პარტიის შტაბის წევრები რუბენ შელია, კუკური შელია, როინი მიქაია, ასევე, მამუკა სიჭინავა, ნიკა მაქაცარია და დავით კოდუას მამა ოთარ კოდუა.

ეს გვარები კარგად დაიმახსოვროს შსს-მ და ერთხელ და სამუდამოდ დააყენონ იმის პრეცედენტი, რომ ძალადობა არ უნდა დარჩეს დაუსჯელი და წინასაარჩევნოდ ძალადობის წაქეზება ნიშნავს იმას, რომ არასდროს არ გვექნება კარგი წინასაარჩევნო გარემო და რომ ჩვენ ყოველთვის გვექნება კორცხელის საშიშროება“,- განაცხადა ქებურიამ.

ლელა ქებურიას მეუღლის, გია ჯიქიას თქმით,კი მას და პარტიის აქტივისტ ალექსანდრე ღვინჯილიას სოფელ ერგეტაში 20-მდე ადამიანი ფიზიკურად გაუსწორდა.

ჯიქიას ინფორმაციით, თავდამსხმელები „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები იყვნენ.

მომხდარს გუშინვე, „ქართული ოცნების“ ზუგდიდის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი დავით კოდუა გამოეხმაურა და განმარტა, რომ ერგეტში ადგილი შეხლა-შემოხლას ქონდა, თუმცა ამის მიზეზი გახდა, ის რომ ლელა ქებურიას მეუღლემ საკუთარი ავტომობილიდან „ქართული ოცნების“ შტაბის წევრებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

მომხდარზე შსს-მ გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო..

მონიკა დავლიანიძე

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი