უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

19 სექტემბერი, 2017 15:15
font-size

ლეილა მუსტაფაევა იმ პირთა ფოტო და ვიდეო მასალას გაასაჯაროვებს, ვინც მას და მის მეუღლეს უთვალთალებდა

თბილისიდან გაუჩინარებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის მეუღლე ლეილა მუსტაფაევა იმ პირთა ფოტო და ვიდეო მასალას გაასაჯაროვებს, ვინც მისი თქმით, მას და მის მეუღლეს უთვალთვალებდა.

როგოროც მუსტაფაევამ ჟურნალისტებს განუცხადა,საქართველოს პროკურატურას ამ დროდმე გამოძიების მიმდინარეობის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ გამოუქვეყნებია.

„პროკურატურას ამ დრომდე არ გამოუქვეყნებია რაიმე სახის ინფორმაცია გამოძიების შესახებ. არ ვიცი მოხდა თუ არა იმ პირების იდენტიფიცირება, რომლებიც გვითვალთვალებდნენ. ამიტომ, გადავწყვიტეთ ჩვენს მიერ მოპოვებული ფოტო და ვიდეო მასალა სოციალური მედიის საშუალებით გავავრცელოთ. ამ დრომდე ძალოვანი სტრუქტურების ქმედებებს ველოდებით, თუმცა მათ არაფერი გააკეთეს, ამიტომ მე ისევ აქტიურ ქმედებებზე გადავალ.

კიდევ ერთხელ მივმართავ ევროკავშირს და ვაცნობებ, რომ საქართველოში საქმის გამოძიება არ მოხდა. ვთვლი, რომ ეს გადაწყვეტილება ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენლებმა მიიღეს. “ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა, რომ ეს გამოძიება არ ჩატარდეს. ვფიქრობ, ისინი აზერბაიჯანულ მთავრობას გაურიგდნენ. ამ დრომდე ველოდები პასუხებს პროკურატურისგან, შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრისგან კითხვაზე, თუ რა მოუვიდა ჩემს მეუღლეს“, -აღნიშნა ლეილა მუსტაფაევამ.

მონიკა დავლიანიაძე

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს

24 მარტი, 2026 , 13:07

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე საქართველოდან

თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

24 მარტი, 2026 , 12:55

თბილისის საქალაქო სასამართლომ „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გადაწყვეტილების გამოცხადებას ელენე ხოშტარია არ დასწრებია. პოლიტიკოსი პროტესტის ნიშნად ასევე

ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო

23 მარტი, 2026 , 13:58

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო. ბრალდების მხარე დაკავებულ პოლიტიკოსს ადმინისტ

სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

23 მარტი, 2026 , 12:27

23 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი

შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს

17 მარტი, 2026 , 15:08

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, გასული ღამის განმავლობაში, აჭარაში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, „ქურდულ ს

დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს

17 მარტი, 2026 , 13:02

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გენერალური ინსპ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი