სამართალი
ლეიბორისტული პარტიის საბანკო ანგარიშები დაყადაღებულია
ლეიბორისტული პარტიის საბანკო ანგარიშები დაყადაღებულია.
ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე, პარტიის წევრმა გიორგი გუგავამ განაცხადა.
მისი თქმით, ამ ქმედების უკან დგას ექს-პრემიერი ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც მასთან რადიკალურად დაპირისპირებული ძალის მიმართ დევნას პერმანენტულად ახორციელებს.
„მინდა საგანგებოდ განცობოთ, რომ კრიმინალიტეტის ლიდერის ივანიშვილის უპრცედენტო დევნის შესახებ, ყველაზე ოპოზიციური პარტიის, მასთან რადიკალურად დაპირისპირებული ძალის მიმართ, რომელსაც ის პერმანენტულად ახორციელებს. ჯერ იყო და არჩევნების ტოტალური გაყალბების მეშვეობით ლეიბორისტული პარტია არ შეუშვა პალამენტში, წაგვართვა კუთვნილი კომისიის წევრები საარჩევნო ადმინისტრაციაში და ამჟამად მევახშე ფინანსთა მინისტრ, ფინანსტთა მინისტრის მეშვეობით დააყადაღა პარტიის ანგარიშები, რათა მოახდინოს მისი ფუნქციონირების, მუშაობის, ბრძოლის პარალიზება და გაუადვილდეთ იმ შავ-ბნელი საქმიანობის, კრიმინალური ქმედებების განხორციელება, რომლებსაც ისინი ქვეყანაში ახორციელებენ“,-განაცხადა გიგავამ.
ლეიბორისტული პარტია საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატიურ კორპუსს მიმართავს, რათა მმართველ გუნდს მოუწოდონ, პარტის ანგარიშებზე ყადაღის მოხსნა დაუყოვნებლივ მოხდეს.
„ჩვენ მივმართავთ საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატიურ კორპუსს - პირველი, მიმართონ დღევნდელ, კრიმინალურ მმართველ ძალას დაუყოვნებლივ ყადაღა მოხსნას პარტიის ანგარიშსზე და მეორე, მიმართონ საკუთარი ქვეყნის მთავრობებს, რათა დააყადაღონ იმ ქვეყნებში ივანიშვილის ანგარიშები, რომლებიც შევსებულია მილიადრებით და რომელიც ნაშოვნი აქვს მას კრიმინალური გზით“,-განაცხადა გუგავამ.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


