პოლიტიკა
ლეიბორისტული პარტია პრზიდენტს გადადგომისკენ მოუწოდებს
ლეიბორისტული პარტია მიიჩნევს, იმისათვის რომ ქვეყანაში პრეზიდენტის ისნტიტუტი შენარჩუნდეს, პრეზიდენტი ვადაზე ადრე უნდა გადადგეს.
ამის შესახებ პარტიის წევრმა პაატა ჩოხელმა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან და პრეზიდენტის მრჩეველთან ოპოზიციური პარტიების შეხვედრაზე განაცხადა.
მისი თქმით, ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები ოპოზიციურ პარტიებს საშუალებას მისცემს, კანდიდატად აბსოლუტურად ნეიტრალური ადამიანი წარადგინონ.
„მოთხოვნა არის ძალიან მარტივი, რომ გადადგეს პრეზიდენტი მარგველაშვილი და დაინიშნოს ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები. ეს არის შანსი, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ პრეზიდენტის ინსტიტუტი.
მოთხოვნა არის ძალიან მარტივი, რომ პრეზიდენტი მარგველაშვილი გადადგეს და დაინიშნოს ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები, რაც მოგვცემს საშუალებას, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა აბსოლუტურად ნეიტრალური კანდიდატი გაიყვანონ არჩევნებზე.
ეს არის ერთადერთი შანსი, რომ ბიძინა ივანიშვილს ხელიდან გამოვგლიჯოთ, პრაქტიკულად, ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი, რომელსაც აკონტროლებს და არ მოხდეს მთელი სახელისუფლებო სპექტრის უზურპირება. სამწუხაროდ, პრეზიდენტი არ ესწრებოდა ამ შეხვედრას და ვნახოთ, რა პასუხს მივიღებთ“, - განაცხადა ჩოხელმა.
მონიკა დავლიანიძ
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


