პოლიტიკა
ლავროვის ბოლო განცხადებამ დამარწმუნა, რომ სწორი გზით მივდივართ- ვიქტორ დოლიძე
ევროინტეგრაციის მინისტრი ვიქტორ დოლიძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა. ლავროვმა ოკუპირებული ცხინვალის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრ დიმიტრი მედოევთან შეხვედრაზე თქვა, რომ „ამიერკავკასიის რეგიონში შენარჩუნებულია არასტაბილური ვითარება, რომელიც ასევე არის პროვოცირებული საქართველოს მცდელობებით, გამყარდეს ნატოში. ამის საშუალებით კი ნატოს სურს, განმტკიცდეს რეგიონში“.
დოლიძის თქმით, ლავროვის განცხადებამ დაადასტურა, რომ საქართველო სწორი მიმართულებით მიდის.
„ლავროვის ბოლო განცხადება კიდევ ერთხელ მარწმუნებს ჩვენი კურსის, ჩვენი ქმედებების თანმიმდევრულობაში, სისწორეში. ჩვენ სწორ გზას ვადგავართ. თუმცა, ძალიან ცუდია და ძალიან გულდასაწყეტია ის, რომ მიუხედავად ჩვენი კონსტრუქციული, სწორი, თანმიმდევრული და ინტეგრაციის პარალელურად, რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზებისკენ გადადგმული ნაბიჯების მიუხედავად, ლავროვი მაინც ამ სიტყვვებით გველაპარაკება და ასეთ განცხადებებს აკეთებს. სამწუხაროდ, საქართველოშიც ძალიან ბევრი არასახელმწიფოებრივად მოაზროვნე ოპოზიციონერის მხრიდანაც მომისმენია ასეთი განცხადებები“, - განუცხადა დოლიძემ ჟურნალისტებს, აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებზე მომუშავე ელჩებთან შეხვედრის შემდეგ.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


